Archive for November, 2012

პარტიული იდეოლოგიების როლი განვითარებადი ქვეყნების პოლიტიკაში

თანამედროვე მსოფლიოსი უამრავი განვითარებადი ქვეყანაა, ამის მიზეზი სხვადასხვა რამეში მდგომარეობს: ბევრმა ქვეყანამ XX საუკუნეში მოიპოვა თავისუფლება და სუვერენებული ქვეყნის სტატუსი, სხვა ქყვენებს კი ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა არ გააჩნიათ რომ აუწყონ ფეხი განვითარების იმ ტემპს რომელიც საკმაოდ მაღალია მსოფლიოში, ამის გამო მათ უამრავი პრობლემა აქვთ როგორც საერთაშორისო ასპარეზზე ასევე რეგიონალურ და შიდა პოლიტიკაში.

განვითარებადი ქვეყნებისათვის უამრავი პრობლემა არსებობს: ეკონომიკური სისუსტე რაც აიძულებს მათ რომ სხვა ქვეყნის ან მსოფლიო ბანკის დახმარების იმედზე იყვნენ, რაც ხშირ შემთხვევაში არ არის უანგარო, ამას ემატება საზოგადოების უკმაყოფილება რომელიც გამოიხატება მასიურ გამოსვლებში, გაფიცვებში რაც კიდევ უფრო აბრკოლებს ქვეყნის განვითარების ტემპს. მაგალითისათვის ავიღოთ სიტუაცია დღევანდელ საქართველოში: გაფიცულია უამრავი ადამიანი რომლებიც მოითხოვენ მათი მატერიალური მხარის კეთილდღეობას, რისი უზრუნველყოფაც არ ამ მომენტში ქვეყანას არ შეუძლია. ზემოთ ხსენებულ პრობლემებს ემატება უმუშევრობის მაღალი დონე რაც საზოგადოებაში უკმაყოფილებას კიდეც უფრო ამძაფრებს, ხშირ შემთხვევაში ხალხი შიმშილის ზღვარზეა. საინტერესოა ასეთ დროს რამდენად ინტერესდება ხალხი იმ პარტიების თუ პოლიტიკური ლიდერების იდეოლოგიით რომლებსაც ძალაუფლებას ანიჭებს? Read the rest of this entry »

Leave a comment

პარლამენტს მიღმა დარჩენილი ”მესამე ძალა”

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი და მეტად საყურადღებო მოვლენა იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ 1 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობას დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა,რომლის მიხედვითაც ხმათა საერთო რაოდენობის 54.97% მიიღო კოალიცია ქართულმა ოცნებამ-ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ხოლო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ- მეტი სარგებელი ხალხს ამომრჩეველთა 40.97%- ის მხარდაჭერა მოიპოვა . (წყარო) დარჩენილი ხმები გადანაწილდა ისეთ პარტიებზე ,როგორებიცაა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ახალი მემარჯვენეები, ლეიბორისტული პარტია,ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ). სამწუხაროდ მათ ვერ მოახერხეს მინიმალური 5%-იანი ზღვარის გადალახვა და პარლამენტს მიღმა აღმოჩნდნენ.

არჩევნებში დამარცხებას არ მოელოდა ქრიასტიანულ-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები.ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე  დარწმუნებით აცხადებდა,რომ ქდმ-ს საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა არ შეექმნებოდა.თუმცა მისი იმედები არ გამართლდა და პარლამენტში მხოლოდ ორმა მოწინავე პარტიამ დაიკავა ადგილი. Read the rest of this entry »

Leave a comment

რას ნიშნავს გერქვას კოსმოპოლიტი?

კოსმოპოლიტიზმი  ნიშნავს  მსოფლიო  სახელმწიფოს  რწმენას  და  შესაბამისად  კოსმოპოლიტი  არის  ადამიანი, რომელსაც  სწამს  მსოფლიო  სახელმწიფოს  არსებობა  და  თავს  მსოფლიო  მოქალაქედ  თვლის. თუმცა  ბევრი  რამ  ამ  საკითხთან  დაკავშირებით  საკმაოდ  ბუნდოვანი  და  საკამათოა.
პირველი, რაც  კამათის  და  ხშირად  სერიოზული  დაპირისპირების  მიზეზი  ხდება  არის  კოსმოპოლიტიზმის  დაპირისპირება  პატრიოტიზმთან, ანუ  ის, რომ  ხშირად  ხდება  ამ   ცნებების  არევა  და  არასწორი  გაგება, რაც  საბოლოო  ჯამში  იწვევს  კამათს  და  უთანხმოებას.  არადა  სინამდვილეში  ნამდვილი  კოსმოპოლიტიზმი (ტრადიციული  გაგებით)  არ  ეწინააღმდეგება  პატრიოტიზმს, პირიქით   ყველა  ნამდვილი  პატრიოტი  კოსმოპოლიტია, ხოლო  ყველა   გონიერი  კოსმოპოლიტი  პატრიოტია. http://www.amsi.ge/istoria/div/kosmopolitizmi.html ასე  რომ, წესით  და  რიგით ეს  არ  უნდა  იყოს  ასეთი  გააფთრების  და  ამხელა  დაპირისპირების  გამომწვევი  მიზეზი. Read the rest of this entry »

Leave a comment

პარტიების იდეოლოგიები VS მათი პოლიტიკური პლატფორმა

ზოგადად, ყველამ იცის რომ თითოეულ პოლიტიკურ პარტიას საფუძვლად უდევს ერთი რომელიმე იდეოლოგიის შეხედულებები, შესაბამისად მათი პოლიტიკური პლატფორმებიც  წესით იდეოლოგიიდან უნდა გამომდინარეობდეს, თუმცა ჩვენ საქართველოზე ვსაუბრობთ , შესაბამისად ეს ჯერჯერობით შეუძლებელია!

რატომ ხდება ისე, რომ პარტიები უხვევენ თავიანთი ძირითადი მიზნებიდან და უჭირთ მტკიცედ დაიცვან და შეასრულონ თავიანთი იდეოლოგიის მთავარი მოწოდებები? თუ შევხედავთ თითოეული პარტიის ქმედებას , ისინი უფრო მეტად  მოსახლეობის ინტერესებს მიესადაგება და ცდილობს ახალ-ახალი პრობლემების ქომაგობას ,ვიდრე იდეოლოგიური პრიორიტეტების დღევანდელობასთან მორგებას. ამით იმის თქმა მინდა, რომ პარტიების პლატფორმები  ძლიერ განსხვავდება მათი იდეოლოგიებისაგან. Read the rest of this entry »

Leave a comment

ემუქრება თუ არა საქართველოს რელიგიური ფუნდამენტალიზმის აღორძინების საფრთხე? (გაგრძელება)

წინამდებარე ნაშრომი ჩემს მიერ წარმოდგენილი ბლოგის წინა თემის გაგრძელებაა, რომელშიც დამტკიცდა, რომ საქართველოს რელიგიური ფუნდამენტალიზმის აღორძინების საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება. ამ ნაშრომშიც წარმოდგენილი იქნება აღნიშნული თვალსაზრისის გამამყარებელი არგუმენტები.

როგორც უკვე ითქვა, საქართველოში მართლმადიდებლობის აღორძინება არ ნიშნავს რელიგიური ფუნდამენტალიზმის აღორძინებას და ის არ გვაშორებს დასავლურ ღირებულებებს; არ ქმნის საფრთხეს დემოკრატიის განვითარებისთვის. ამ მოსაზრების დასამტკიცებლად განვიხილოთ თვითონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება რელიგიების მიმართ.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებობს სახელმწიფოსა და რელიგიურ გაერთიანებებს შორის ურთიერთობის ოთხი ძირითადი იურიდიული ფორმა:

1) ქვეყნები, სადაც არსებობს რელიგიური გაერთიანებების იურიდიული აღიარება. Read the rest of this entry »

Leave a comment

Follow

Get every new post delivered to your Inbox.