Posts Tagged ფედერაციული საქართველო

ფედერაციული საქართველო

კონსტიტუციის თანახმად საქართველო დამოუკიდებელი, განუყოფელი და ერთიანი სახელმწიფოა. დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული და პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობა ქვეყანაში ცენტრალური იურისდიქციის აღდგენის შემდეგ განისაზღვრება. უპრიანია, აღვნიშნოთ, რომ საქართველო რეგიონების გარდა ოთხი ყოფილი ავტონომიური ოლქისგან ( აფხაზეთი, აჭარა, თბილისი, სამხრეთ ოსეთი ) შედგება. ზოგიერთისთვის უნიტარულ სახელმწიფოში არსებობა, თუნდაც ფედერაციულ ერთეულად ყოფნის მცდელობა არ აღმოჩნდა საკმარისი, მათ სეპარატიზმისკენ აიღეს გეზი.  ერთი შეხედვით უნიტარული საქართველოს ფედერაციულ წყობაზე გადასვლა არაერთხელ ყოფილა განხილვის საგანი. მიზეზი რომელიმე მხარის სეპარატისტული მისწრაფება, ავტონომიის ძლიერი სურვილი, განსხვავებული ხედვა, იდეოლოგია ან უბრალოდ ახირება შეიძლება ყოფილიყო. დღეს ცხადია, რომ გეგმა საქართველოს ტერიტორიის ფედერაციული მოწყობის შესახებ არც თუ ისე მიმზიდველი და ხელსაყრელი აღმოჩნდა. თუმცა, როგორც გვჩვევია, დიდი განხილვა, აზრთა სხვადასხვაობა, დაუსრულებელი კამათი ამ თემის ირგვლივაც იჩენდა თავს. გამოიკვეთა შესაძლო უპირატესობებისა და ფედერაციით გამოწვეული მარცხის მთელი ჩამონათვალი. Read the rest of this entry »

Leave a comment