პარტიული პროგრამები – საჭიროება თუ ფორმალობა ქართულ სინამდვილეში?

როგორც ედმუნდ ბერკი აღნიშნავს : „ პარტია არის გარკვეული საერთო  შეთანმხებების პრინციპზე გაერთიანებული ადამიანების ორგანიზაცია , რომლის მიზანი მათი საერთო მისწრაფებების ეროვნულ ინტერესებად გადაქცევაა „ . პარტიული პროგრამა კი მარტივად რომ ვთქვათ არის  სწორედ ის საერთო ინტერესები, რომელიც აერთიანებს პარტიაში მყოფ ადამიანებს და მათი აზრით  შეესაბამება იმ  ეროვნულ საჭიროებებს და მისწრაფებებს  საზოგადოებისა რომელშიც ამ ორგანიზაციას უწევს მოღვაწეობა. მასში თავმოყრილია იდეები, იდეოლოგიური მტკიცებები,  ფართო მიზნები და პოლიტიკური კურსი. ესაა დაპირება პოტენციური ამომრჩევლისადმი  იმ  პოლიტიკური კურის შესახებ, რომელსაც პარტია ხეისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გაატარებს,

პარტიული პროგრამის ამოცანები  შეიძლება შემდეგნაირად წარმოვსახოთ : იდეოლოგიური მიზნების შესრულება , ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზების აღწერა , პროგრამის გამოყენება გადაწყვეტილების მიღებისას, პარტიული პროპაგანდა , ამომრჩევლის მიმხრობა. რეალურად პროგრამაში უნდა იყოს თავმოყრილი კონკრეტული პარტიის პრინციპები , გრძელვადიანი განვითარების გეგმა , მათ უნდა გამოხატონ მოსახლეობის სახვადასხვა ფენის მისწარაფებები და საჭიროებები , რომელიც მათთან კომუნიკაციის გარეშე არ მიიღწევა .

დღესდღეობით ხშირად ისმის  ხმაურიანი განცხადებები პარტიული პროგრამების მიმართ . პრობლემა იმაშია რომ კრიტიკოსების აზრით ყველა  პარტიის პროგრამა მიუხედავად იდეოლოგიური განსხვავებულობისა  ერთამანეთს ძალიან ჰგავს , ზოგ პოლიტიკურ პარტიის პროგრამაში  კი რიგი მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო მოქმედების კურსი არც არის გაწერილი ,პოლიტიკური პარტიები ხშირად საუბრობენ მიზნებზე, მაგრამ მათი მიღწევის გზა ან საერთოდ არ არის ნახსნეები, ანდაც არარეალურად გვესახება . ასევე პრობლემა ისაა რომ მოსახლეობა ინდიფერენტულობას იჩენს პროგრამების მიმართ და რეალურად არჩევნებზე გადაწყვეტილებას  იღებს არა პროგრამებიდან გამომდინარე  , როგორც განვითარებული დასავლეთის დემოკრატიულ სახელმწიფოებში ხდება არამედ, ემოციონალური ფაქტორებიდან გამომდინარე , რომელსაც ქვემოთ მივუბრუნდები .

 როგორცწესი, პოლიტიკურიპარტიებისუმეტესობისპროგრამებიწინასაარჩევნოპერიოდისთვისმზადდებადაშემდგომარჩევნებამდემათიგადამუშავებაარხორციელდება.  პოლიტიკურიპარტიებისუმეტესობისპროგრამებისსოციალურ-ეკონომიკურინაწილიარმოიცავსკონკრეტულფინანსურდაეკონომიკურმაჩვენებლებსდამათზოგადიგანაცხადისსახეგააჩნიათ. ასევეარმოიცავსიმრიცხობრივშედეგებს, რასაცუნდამიაღწიოსპარტიამრეფორმებისგატარებისშემდგომ; უმეტეს  მოქმედპოლიტიკურპარტიასთავისიპროგრამებივებ-გვერდებზე აქვსგანთავსებული , მაგრამ როგორც ჩანს მოსახლეობის მცირე ნაწილი თუ ეცნობა მათ ამ გზით . პრობლემა ერთის მხირვ ინტერნეტის მისაწვდომობაშიც უნდა ვეძებოთ , რადგან რეგოინებში დიდ  უმრავლესობას კომპიუტერი და ინტერნეტი არ აქვს , რაც თავსი მხრივ ეკონომიკური სიდუხჭირის გამოვლინებაცაა. გამომდინარე აქედან ყველაზე ძნელი პარტიებისთვის ,რომელთაც შესაძლოა ფინანსები არ გააჩნდეთ , სწორედ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობასთან კომუნიკაციიაა. საყურადღებოა, რომ თითქმის ყველა პარტია ქვეყნის განვითარებას თვითმართველობის და რეგიონის გაძლიერებაში ხედავს.

პრობლემების მიუხედავად უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო წლებში ადგილი აქვს პოლიტიკური პარტიების პროგრამების დახვეწას , მაშინ როდესაც ზოგ პარტიას 10 წლის წინ ფორმალური სახის ჩამოუყალიბებელი პროგრამები გააჩნდა, დღეს ისინი მეტ-ნაკლებად დახვეწილია განსაკუთრებით ეს ეხება  მმართველ პარტიებს – ნაციონალურ მოძრაობას  და  ქართულ ოცნებას. აღსანიშნავია რომ ხშირად პარტიები და მათი ლიდერები იენებენ ლოზუნგებს , რომლებშიც მინიმალურ დონეზე მაინც  ჩანს მათი პრგორგრამის შინაარსი და დაპირებები. მაგალითად

  • „შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“ – „ახალი მემარჯვენეები“
  • „შვილებს განათლება, მშობლებს დასაქმება, პენსიონერებს დაფასება“ – „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“
  • „მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ“ – „ლეიბორისტული პარტია“
  • ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება“ – კოალიცია „ქართული ოცნება“
  • „მეტი სარგებელი ხალხს“ – „ნაციონალური მოძრაობა“

 

ამ ლოზუნგებით პარტიები ცდილობენ პროგრამებისადმი ინდიფერენტულ  მოსახლეობას  როგორმე მიაწოდონ მათი მთავარი მესიჯი, თუმცა მთლიანობაში  ეს განცხადებები პოპულისტურადაც შეიძლება შეფასდეს . როგორც წესი, პოპულიზმის მიზანი საზოგადოებაში არსებული ძირითადი პრობლემების მიჩქმალვა და ზედაპირულ პრობლემებზე აპელირებით  უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვებაა. პოპულისტური ლოზუნგებით, უმეტასად, პოსტსაბჭოთა სივრცის პარტიები ხასიათდებიან. ამის მიზეზი დაბალი პოლიტიკური კულტურის მქონე მასებზე ზემოქმედების სურვილი, ენის სიმარტივე, ნაკლები კონკრეტიკა და ოპტიმიზმის ჩანერგვის შესაძლებლობაც შეიძლება იყოს. მოსახლეობას , რომელიც გამოუვალ მდგომარეობაშია სჭირდება  რწმენა და ნათელი მომავლის იმედი , სწორედ აქ ხდება პოპულისტური განცხადებები აქტუალური. ასეთ განცხადებებად შეიძლება მივიჩნიოთ  ყველაფერი უფასო , ხელმისაწვდომი , სწრაფი ეკონომიკური ზრდა და საყოველთაო დასაქმება – მოკლედ ის რაც ხალხის ემოციონალურ საწყისზე ეფექტურად მოქმედებს.  პოპულიზმის გამოვლინებად ნაციონალისტური განცხადებებიც შეიძლება მივიჩნიოთ , რომელიც ძირითადად მემარჯვენე ორიენტაციის პარტიებს ახასიათებთ.

არსებობს რამდენიმე პრობლემა რის გამოც  ქართულ საზოგადოებაში პარტიულმა პროგრამებმა აქტუალურობა ვერ პოვა .

 პირველი ეს არის ქარიზმატული ლიდერებისადმი მიდრეკილება ,პოლიტიკური კულტურის დაბალი დონიდან გამომდინარე მოსახლეობა ჯერ კიდევ ეძებს ძლიერ ,,ქარიზმატულ ლიდერს“, ,, მესიას“  , რომელიც როგორც ძლიერი მმართველი თავის თავზე აიღებს მთელს პასუხისმგებლობას და გადაჭრის მოსახლეობის პრობლემებს . ასე ვთქვათ მასას ჯერ კიდევ სჯერა  „ სტალინისეული ხელის“ ეფექტურობა. შესაბამისად  ასეთი ტიპის საზოგადოებაში პარტიულ პროგრამას ეკარგება თავისი დანიშნულება და უბრალო ფორმალობად გადაიქცევა.

მეორე პრობლემაა კომუნიკაცია მოსახლებასა და პარტიბს შორის.  არსებობს კომუნიკაციის გზით პროგრამების მოსახლეობისთვის გაცნობის  რამდენიმე სახე .1 ბეჭდური  და ელექტრონული კომუნიკაცია (რადიო , ტელევიზია , მასობრივი ინფორმაციის საშუალებები) 2. კომუნიკაცია ორგანიზაციების მეშვეობით, სადაც გადამცემი რგონი არის თავად პარტია და ასევე ინტერეს ჯგუფები , რომელიც საქართველოში ძალიან სუსტადაა წარმოდგენილი. 3. ელექტორალური კომუნიკაცია , არჩვნები როგორც კომუნიკაციის კულმინაცია. 4. კომუნიკაცია არაფორმალური არხების მეშვეობით. (მაცაბერიძე მ. 2013 პოლიტიკური კომუნიკაცია . თბილისი  გვ.6 )

აღსანიშნავია რომ ყველაზე ინტენსიური კომუნიკაცია სწორედ არჩევნების პერიოდში ხდება . არჩევნებიდან არჩევნებამდე კი თითქმის დავიწყებულია  . მაშინ როდესაც პროგრამა მოსახლეობის მისწრაფებებს და საჭიროებებს უნდა ასახავდეს , რომელიც გამუდმებით ცვალებადია , პარტიები არ ცდილობენ მდრო კონტაქტი შეინარჩუნონ მათთან და წინასაარჩევნო კამპანიების დროსაც ძირითადად კანდიდატის „კარგად შეფუთვაზე“ და „გაყიდვაზე“ არიან ორიენტირებულნი .

საბოლოოდ შეიძლება ითქვას,  რომ   პარტიული   პროგრამებისადმი   მოსახლეობის ყურადღების  ინტერესის გაზრდა   პოლიტიკური კულტურის ამაღლებით, პატრიული  ორგანიზაციის  განვითარებით და დემოკრატიის  კონსოლიდაციით  არის შესაძლებელი.  დღესდღეობით  კი   პარტიული  პროგრამები    მეტწილად  ფორმალურ  სახეს  ატარებს.

 

http://partiebi.ge/new/index.php?lang=geo

http://ptpress.ge/index.php?magazine_id=-1&topic_id=7070#.U4ijOPmSx5I  

Advertisements

Leave a comment

რატომ არ არიან პოლიტიკური პარტიები სტაბილურნი საქართველოში

სანამ უშუალოდ პოლიტიკური პარტიების სტაბილურობის პრობლემას შევეხებით იქამდე გამოვყოთ სტაბილურობის განმაპირობებელი ფაქტორები: 1) პარტიის მიერ იდეოლოგიის ერთგულება. 2) პარტიაში შემავალი სუბიექტების იდეოლოგიური თანხევდრა. 3) საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების მაღალ დონეზე შესწავლა. 4) პარტიული და ორგანიზაციული საქმიანობის გადანაწილება.

საქართველოში, როგორც ახალგაზრდა ქვეყანაში, რომლის დამოუკიდებლობის აღდგენა მხოლოდამხოლოდ 22 წლის წინ მოხერხდა, ახლა ვითარდება პოლიტიკური კულტურა. სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარეობს რომ ქართული პოლიტიკური პარტიები არ ეწევიან იდეოლოგიურ პოლიტიკას და ჯერ კიდევ მისი ჩამოყალიბების სტადიაში არიან და ამიტომ ხშირად ვხვდებით ისეთ პარადოქსულ სიტუაციებს როდესაც მემაჯვენე იდეოლოგიის პარტიებს პროგრამაში აქვთ ისეთი პუნქტები რომელიც დამახასიათებელია მემარცხენე იდეოლოგიის მქონე პარტიებისათვის. ასეთი ხარვეზები ხალხში დაბნეულობას იწვევს შედეგად პარტია კარგავს მისი იდეოლოგიის გამზიარებელი ხალხის ხმებს.თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ასევე ხშირად ხდება ის რომ პარტია ან კოალიცია იქმნება არა რომელიმე იდეოლოგიის ან იდეოლოგიების კონსესუსის შედეგად, არამედ ერთი პოპულარული ადამიანის ირგვლივ. ასეთ პარტიებსა თუ კოალიციებში იდეოლოგია უკანა პლანზე გადადის და წინა ფლანგს პოპულიზმი იკავებს. ესეც ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზია პარტიების არა სტაბილურობის.

პარტიების არასტაბილურობის შემდეგი მიზეზი არის მასში შემავალი სუბიექტების იდეოლოგიური სხვაობა. ამ ფაქტორს ხშირად ისეთ პარტიებში და კუალიციებში ვხვდებით რომელიც შექმნილია პოპულიზმის საფუძველზე (მაგალითისათვის ავიღოთ კოალიცია ქართული ოცნება, რომელიც შექმნილია ერთი ადამიანის ირგვლივ და არა გარკვეული პოლიტიკური იდეოლოგიების კონსესუსის შედეგად) ან რომელიც პოპულარულია და მხოლოდ ამ მიზეზის გამო წევრიანდებიან მასში (ასეთი იყო ნაციონალური მოძრაობა 2003-2004 წლებში. ამ დროს ამ პარტიაში ბევრი ისეთი ადამიანი გაწევრიანდა, რომელიც მხარს არ უჭერდა მის იდეოლოგიას და ამ  მიზეზით შემდგომ პერიოდში ისინი ნებაყოფლობით წამოვიდნენ პარტიიდან ან განხეთქილების შედეგად დატოვეს). განვიხილოთ პირველი ფაქტორი: როდესაც პარტია იქმნება პოპულიზმის საფუძველზე ასეთ დროს ის ხდება ერთი ადამიანის იდეოლოგიის გამტარებელი, რომელიც თავის მხრივ შეიძლება მოიცავდეს, როგორც მემარჯვენე ასევე მემარცხენე იდეოლოგიას და არა რომელიმე კონკრეტულ მიომდინარეობას, ხოლო მასში შემავალი სუბიექტები გარკვეული წარმატების მოლოდინში მიყვებიან ლიდერის მიერ არჩეულ გზას და თუ ისინი ვერ ხედავენ წარმატებას, ადვილად ტოვებენ ამ პარტიას რაც მისი გაქრობის მიზეზი ხდება. მეორე ფაქტორიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ასეთ დროსაც პარტიის წევრებს აერთიეანებეთ წარმატების სურვილი, მაგრამ ისინი შეიძლება იდეოლოგიურად მკვეთრად განსხვავდებოდნენ. ასეთ დროს მოსალოდნელია პარტიის შიგნით განხეთქილება, რადგან მათი ხედვები მკვეთრად არის განსხვავებული ხოლო ამას პარტიის დაშლა და მისი პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობა შეუძლია გამოიწვიოს.

პარტიის არა სტაბილურობის მესამე და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების მაღალ დონეზე არ შესწავლა. საზოგადოების შესწავლა პარტიისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რადგაც პარტიები არსებობენ საზოგადოების მხარდაჭერის შედეგად, ხოლო ამის გარეშე ისინი უბრალოდ გაქრებოდნენ ან სიმბოლური დატვირთვის მატარებელად იქცეოდნენ. საზოგადოების არ შესწავლა იწვევს მისი პრობლემების არ ცოდნას, რის გამოც პარტია შეიძლება გაუცხოებულ იქნეს ხალხის მიერ რაც პარტიის გაქრობას გამოიწვევს პოლიტიკური სივრციდან ამავდროულად, თუ პარტია არ შეისწავლის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და პოლიტიკური მრწამსს ის ვერ შეძლებს შეადგინოს ისეთი პროგრამა, რომელიც მას ხალხის მხარდაჭერას მოუტანს.

პარტიების სტაბილურობის მეოთხე და ყველაზე მთავარი ფაქტორი არის პარტიული და ორგანიზაციული საქმიანობის გადანაწილება. რაც არ უნდა მკაფიოდ იყოს გააზრეობული იდეოლოგია ან პარტიის წევრების იდეოლოგიური თანხვედრა თუ პატრიამ ვერ მოახერხა მისი ორგანიზაციული საქმიანობის გადანაწილება ის სტაბილური ვერ იქნება. ორგანიზაციული გადანაწილებაში იგულისხმება ის რომ პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობა ყველა წევრმა შეძლებისდაგვარად თანაბრად უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პატრია იქნება დამოკიდებული ერთი ან რამოდენიმე ადამიანის საქმიანობაზე რაც შეუძლებელია დიდხანს გაგრძელდეს. პარტიულ და ორგანიზაციულ საქმიანობაში იგულისხმება ის საქმიანობა, რასაც პარტია ეწევა როგორც არჩევნებამდე ასევე არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მერეც.

Leave a comment

რამდენად მყარი დასაყრდენია საზოგადოებრივი აზრი?

 

sam_0034

 

უკვე ერთი თვე გავიდა, რაც არჩევნებში გამარჯვებულმა კოალიციამ საპარლამენტო უმრავლესობა შეკრიბა და ქვეყნის მართვის სადავეების ხელში აღება დაიწყეს. საქმე ისაა, რომ ეს პროცესია, რომელიც ერთი თვის წინ დაიწყო და დასრულებამდე კიდევ არაერთი თვე დარჩა.

ზოგადათ ამ პროცესზე საუბარი უმჯობესია “პირველი ოქტომბრის მოვლენის” არსის ახსნით დავიწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკოსები, საჯარო მანიპულაციებისთვის აქტიურად იყენებენ ისტორიას, ალბათ ოქტომბრის მოვლენის ახსნისას შეუძლებელია ისტორიულ ფაქტზე არ ვისაუბრო. 2 წლის რამდენ ჩვენგანს წარმოედგინა, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლა შესაძლებელი იყო? ალბათ ძალიან ცოტას. საქმე ის არის, რომ ამას არც ყოფილი ხელისუფლება ფიქრობდა. მაგრამ ფაქტია რომ 1 წლიანი პროცესების შემდეგ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლა მოხდა.

ივანიშვილის გუნდისადმი მაღალ საზოგადოებრივ ნდობას, ერთის მხრივ მისი პერსონის უნიკალურობა, მეორე მხრივ კი, კოალიციის წინასაარჩენო დაპირებები განაპირობებდა. ბუნებრივია, 9 წლიანი ნაციონალური მმართველობის შემდეგ, რომელიც თავის მხრივ მთლიანად დაფუძნებული იყო, ძალადობასა და ტერორზე, საზოგადოებას ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდა მყისიერი ცვლილებების დაწყების. აქ იგულსხმება, არამარტო დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება და ქვეყანაში მინიმალური სამართლებრივი ნორმების დაბრუნება, არამედ ყველაზე მთავარი მოთხოვნა იყო, მძიმე სოციალური ფონისგან თავის დახწევა და ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნა. ძალიან მარტივი შეფასებით, აქ არაფერია განსაკუთრებული. ქვეყანა სადაც, მოსახლეობის 25% სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო, ზოგადათ მძიმე სოციალურ პირობების მქონე ხალხის სამშობლოა. შესაბამისად ახალ ხელისუფლებასაც ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ხვდა.

 

9 წელია ქართული ეკონომიკა, თუ რა თქმა უნდა ამას ეკონომიკას დავარქმევთ, ძირითადათ საგარეო ვალებითა და კატასტროფულად მაღალი გადასახადებით ივსებოდა. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ისინი უარს ამბობენ წინამორმედების საქციელის გამეორებაზე და ამბობენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები დაიწყება, რასაც გადასახადების შემცირება მოყვება. ერთი შეხედვით ძალიან კარგი დაპირებაა, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილი უდიდესი მოლოდინებით აღავსო.(თუ რატომ ამის მიზეზი ზევითაც დავწერე) მაგრამ გადასახადების შემცირება და საარჩევნო დაპირებების შესრულება, ასე ადვილი არ არის. სულ მინიმუმ იმიტომ, რომ მომდევნო წლის თებერვლამდე ძალაში ჯერ კიდევ “ნაციონალური ბიუჯეტია” რომელიც მეოცნებეებს დახვდათ და ის იმასაც ვერ არკვევს, ხაზინაში 2 მილიარდია თუ 200 მილიონი.

სწორედ ამ მიზეზთა ერთობლიობამ განაპირობა, ის რეალობა, რომელიც საკმაოდ ხმაურით მიიღო საზოგადოების ნაწილმა. ეს კარგად ჩანს სოციალურ მედიაშიც. სადაც საზოგადოება, თითქოს უარყოფითად შეხვდა იმას, რომ ახალი მთავრობის დამტკიცებიდან ერთი თვის თავზე არ განახევრებულა გადასახადები, არ გაორმაგებულა პენსიები და ა.შ არვიცი ეს რისი ბრალია, ალბათ მაინც იმ დიდი მოლოდინების, რაც 9 წლიანმა ყოფამ გამოიწვია, მაგრამ დასაფიქრებელია ისიც, რომ ივანიშვილის მთავრობას ხალხის ნაწილის, ამ დამოკიდებულებამ შესაძლოა გარკვეული დისკომფორტიც კი შეუქმნას. ვფიქრობ, ეს მათ უფრო მეტ მოტივაციას მისცემს, რომ მუშაობის პროცესი უფრო ეფექტური და გამჭირვალე გახადოს. ამავდროულად, პასუხისმგებლობის ნაწილი ხალხზეც დიდათ არის დამოკიდებული, რადგან მათი მხირდან გასათვალისწინებელია ის რეალობა, რაც დღევანდელი მთავრობის დამტკიცებამ დაამკვიდრა.

, , ,

Leave a comment

ქართული დემოკრატია ანუ ამბავი ოხლოკრატიის შესახებ ?! ( მივყავართ თუ არა ამ გზას ტაძრამდე? )

“დემოკრატია ყველაზე უარესი ფორმაა მათ გარდა, რაც კი აქამდე უცდია კაცობრიობას” – თქვა უინსტონ ჩერჩილმა.  სწორედ იმიტომ, რომ მასზე უკეთესი მმართველობის ფორმა ჯერ არავის მოუგონია, მთელი მსოფლიო და საქართველოც, როგორც მისი ნაწილი აქტიურად არის ჩაბმული დემოკრატიის მშენებლობაში. ჩვენი ქვეყნისთვის კი “დემოკრატიზაციის პროცესის” წარმატებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანამედროვე მსოფლიოში საკუთარი, ღირსეული ადგილის დასაკავებლად. მიუხედავად იმისა, რომ 2005 წელს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უმცროსმა საქართველოს “რეგიონსა და მსოფლიოში თავისუფლების შუქურა“  უწოდა, დღემდე აქტიურად მიმდინარეობს კამათი ქართული დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ყველასათვის გასაგებია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება არ არის ადვილი, შესაბამისად, ისეთი არც ისე დიდი დამოუკიდებლობის ისტორიის მქონე ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ დემოკრატიამდე. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ის კი არ არის თუ რამდენად ძლიერია დღეს ქვეყანაში დემოკრატია, არამედ რამდენად სწორად მივდივართ მისკენ ანუ ეს გზა, რომელსაც ვადგავართ მიგვიყვანს თუ არა ტაძრამდე ? (ჭეშმარიტად დემოკრატიულ სახელმწიფომდე) Read the rest of this entry »

, , , , ,

Leave a comment

საქართველო და ნულოვან-ჯამოვანი თამაში

ქართული ერი სამ უძველეს ერთაგან ერთერთია. ჩვენი ისტორია ოთხიათას წელზე მეტს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში იყო დაღმასვლებიც და “ოქროს ხანაც”,  ვიყავით ფაქტობრივად გადაშენების პირასაც. მიუხედავად ამისა, ჩვენ გადავრჩით და დღემდე მოვაღწიეთ. თუმცა მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის უდუდიდესი ნაწილი უცხო ქვეყნის, განსხვავებული კულტურის მქონე რუსეთის ბატონობის ქვეშ გავატარეთ. ეს პერიოდი კი ცივილიზებულ ევროპაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებებითა და სხვადასხვა პოლიტიკურ იდეოლოგიათა განვითარებით გამორჩეულია. მძიმე ბრძოლებისა და ცვლილებების წყალობით ევროპის ქვეყნებმა მოახერხეს წინსვლა და განვითარების მაღალ დონეზე ასვლა. საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვება შეძლო სწორედ მაშინ, როცა ცივილიზებურ დასავლეთი იყო დემოკრატიული და თანამშრომლობაზე დამყარებული მმართველობის ქვეშ. და რა მოხდა საქართველოში, რომელმაც გადაწყვიტა ლიბერალური დემოკრატიის გზას დადგომოდა?

Read the rest of this entry »

Leave a comment

პატრიოტიზმი ქართულად

georgia..

პატრიოტიზმი ერთი შეხედვით მარტივად განსაზღვრებადი ცნებაა . ქართველებისთვის განსაკუთრებულად  ახლობელი ტერმინი ხშირად ნაციონალურ გრძნობებთან იგივდება,  ყველაზე პოპულარულ-მექანიკური გაგებით პატრიოტიზმი “სამშობლოს”,მშობლიური მიწა-წყლის სიყვარულად აღიქმება. თუმცა, საკითხთან ეტიმოლოგიური,ოდნავ სიღრმისეული მიდგომა ალბათ ბევრ, ეროვნული სულისკვეთებით აღტკინებულ ,  ქართველ „პატრიოტს“ დააფიქრებს საკუთარ პატრიოტობასა და ამ ტერმინის ისტერიული სიხშირით ხმარების მართებულობაზე.

ბერძნული πάτρις და ლათინური პატრია სიტყვა-სიტყვით მამულს ნიშნავს.შესაბამისად „პატრიოტი ც“ სხვა არაფერია,თუ არა მამულიშვილი.თუმცა როგორც ყველა ტერმინს მიღმა,პატრიოტიზმის შემთხვევაშიც  არსებობს  რიგი ფაქტორებისა, რომლებიც მის სწორად გააზრებაში გვიწყობს ხელს და რომლებიც ხშირად მთარგმნელების მხრიდან გაუთვალისწინებელი რჩება,რაც შესაბამისად რეალური არსის დამახინჯებას განაპირობებს. Πάτρις ძველ საბერძნეთში სულაც არ აღნიშნავდა მთელ საბერძნეთს,არც მის რომელიმე მხარეს,როდესაც ბერძენი ამბობდა „ჩემი პატრისი“ ის გულისხმობდა მის „სანათესაოს“,“ საძმოს“. “მე ვარ მამაჩემის შვილი და პაპაჩემის შვილიშვილი და ისინი ორივე აქაურები(ვთქვათ, ათენელები) არიან”. სწორედ და მხოლოდ ეს შინაარსი ჰქონდა“პატრიოტიზმს” ძველ საბერძნეთში.ამრიგად,  ყველა ის ეტიმოლოგიური ვარაუდი,რომელიც ამ სიტყვას მამულიშვილის ანალოგად მიიჩნევს,მცდარია.

რაც შეეხება „სამშობლოს“, ის ისეთივე აბსტრაქტული და სუბიექტურია,როგორც ქართული  პატრიოტიზმი.  დიახ, სამშობლო არამატერიალური აბსტრაქციაა და სუბიექტური ,იმდენად რამდენადაც,  თუ თქვენ ჰკითხავთ მილიონ ადამიანს რა არის მისთვის სამშობლო,მიიღებთ მილიონ, ერთმანეთისგან განსხვავებულ პასუხს, ისევე, როგორც ბედნიერების ან სიყვარულის ცნებების შემთხვევაში. ზოგისთვის სამშობლო წმინდა ქართულ ეთნიკურ, კულტურულ და რელიგიურ  სივრცესთან  ასოცირდება,ზოგისთვის სამშობლო უბრალოდ ის გარემოა სადაც დაიბადა და გაიზარდა, მაგალითად ეთნიკური სომხებით,ქართველებით, ქურთებით და ებრაელებით დასახლებული იტალიური ეზო. ზოგი სამშობლოში იმ ტერიტორიულ სივრცეს გულისხმობს „სადაც შობილა,გაზრდილა და უსროლია ისარი“, ამგვარი გაგებით სამშობლოს ფენომენი განსაკუთრებით აქტუალური ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების წიაღში , საფრთხის ქვეშ მყოფი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პერიოდში ხდებოდა ,ზოგისთვისაც სამშობლო ეროვნული თემატიკისადმი მიძღვნილ ლიტერატურაში იწყება და მთავრდება.

ქართველური გაგების პატრიოტიზმი ყველაზე დიდ სიახლოვეს ფრანგული პატრიოტიზმის ემოციურ პირველსახესთან ამჟღავნებს, რუჟე დე ლილის ცნობილ მარსელიეზაში სიტყვები „სამშობლო“ და  „სამშობლოს შვილები“ უდიდესი მუხტის მიმცემი აღმოჩნდა და მნიშვნელოვანი როლიც შეასრულა ფრანგი მეამბოხეების  წარმატებაში, რისთვისაც მარსელიეზამ და „პატრიოტიზმმა“ სამუდამოდ დაიმკვიდრეს საპატიო ადგილი ფრანგულ სიმბოლიკაში.თუმცა აღსანიშნავია,რომ ტერმინი დაიცალა თავდაპირველი ემოციური დატვირთვისგან და რაციონალური არსი შეიძინა, ფრანგული პატრიოტიზმი დღეს რევულუციის იდეებისა და ღირებულებებისადმი სიყვარულს და ერთგულებას გულისხმობს.შეიცვალა დამოკიდებულება ბისმარკისეული და თანამედროვე პატრიოტიზმისადმი გერმანელებისთვისაც, გერმანული პატრიოტიზმი დღეს კონსტიტუციისადმი  ერთგულებაში გამოიხატება. ამერიკელი ხალხისთვის პატრიოტიზმი აშშ-ს  მამების დანატოვარი ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემას ნიშნავს.

გამომდინარე ქართული „სამშობლოს“ ნაირგვარი გაგებისა თანამედროვე  ქართული პატრიოტიზმიც შეიძლება ვიგულისხმოთ როგორც ტერმინი,რომელიც აბსტრაქციის,ან სუბიექტურად ნაგულისხმევის სიყვარულს ნიშნავს. ქართულ პატრიოტიზმს არ განუცდია მოდერნიზაცია. დღეს სკოლებში ისევ მეცხრამეტე საუკუნისთვის დამახასიათებელი “ქართველო ხელი ხმალს იკარ“  სულისკვეთებით  მსჭვალავენ ბავშვებს და „ სამშობლოსთვის“ თავგანწირვისკენ მოუწოდებენ, რომლის განმარტებასაც თანამედროვეობასთან მიმართებაში მათ სამწუხაროდ არავინ აძლევს. ეროვნული-განმათავისუფლებელი მოძრაობების პერიოდისთვის დამახასიათებელ, ეთნიკურ უპირატესობათა წინა პლანზე წამოწევას და „ სხვა ერებზე მაღლა დგომის“ რწმენის დანერგვას შეიძლება გარკვეული გამართლება ჰქონოდა სახელმწიფოებრიობისთვის  მძიმე პერიოდებში, თუმცა ეს მიდგომა დღეს მხოლოდ ხელისშემშლელია სახელმწიფოსთვის,რომელსაც ცივილურ სამყაროთან ინტეგრაციის პრეტენზია აქვს. შოვინიზმი არათუ ხელს უწყობს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას, არამედ შობს ყველა იმ მანკიერებას,რომელიც გვაკარგვინებს ობიექტურად განსჯის უნარს.

გამოსავალი მოვლენებისა და ღირებულებების სწორ შეფასებასა და გადაფასებაში უნდა ვეძებოთ. მოგვიწევს შელამაზებული წარსულის მხოლოდ დადებით კონტექსტში დანახვის გადაყვარება,  იმის გააზრება, რომ ეროვნული იდენტობის შენარჩუნების ერთადერთი გზა   ღირსებებთან ერთად ნაკლოვანებების მიუკერძოებელი აღქმაა, მოგვიწევს მისტიციზმით გაჟღენთილ  „სამშობლოს“ ცნების ქვეშ  ქართული სახელმწიფოებრიობა ვიგულისხმოთ, რაც ჯერჯერობით სიამაყის საფუძველს ნამდვილად  არ გვაძლევს. პატრიოტიზმიც სწორედ მის მშენებლობაში წვლილის შეტანაში უნდა გამოიხატოს, რაც შეიძლება სუფრული პატრიოტიზმისგან განსხვავებით  რადიკალური, თუმცა მილიტარისტულ პატრიოტიზმთან შედარებით რბილი ფორმით, სამოქალაქო აქტივობით იქნას გამოვლენილი.

Leave a comment

პროპაგანდა და მისი გავლენა მსოფლიოში

მოძიებულია 26.12.12

კაცობრიობა ცხოვრობს ისეთ დროს , როდესაც ინტერნეტი და მასობრივი კომუნიკაციის სხვა საშუალებები განსაკუთრებულად არის განვითარებული . შესაძლებელია მსოფლიოს ყველა წერტილში მომხდარი მოვლენების გაგება . ინტერნეტის მეშვეობით ხდება ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება ,მაგრამ საკითხავია თუ რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს ? რამდენად სანდოა ? ხომ არ არის ეს მესიჯი , რომელიც გამოიყენება თავისი იდეების სხვებზე გავრცელების მიზნით ? რა არის პროპაგანდა? რა გავლენას ახდენს ის მასობრივ ცნობიერებაზე ? რა საშუალებებს იყენებენ პროპაგანდისათვის?
პროპაგანდა (ლათ. propaganda – გავრცელება ). არსებობს უამრავი განსაზღვრა იმისა , თუ რა არის პროპაგანდა. ნეიტრალური განმარტება : პროპაგანდა – არის აუდიტორიაზე იდეოლოგიური და პოლიტიკური შეხედულებების , ღირებულებების , წარმოდგენების , ემოციების , იდეოლოგიების ფორმირების გავრცელება, ადამიანისა და საზოგადოების ქცევაზე გავლენის მოხდენის მიზნით.

რითი განსხვავდება პროპაგანდა პიარისაგან? განა პიარი არ ახდენს გავლენას ადამიანის ქცევაზე ? მაგალითად, პიარის საშუალებებით შეიძლება აიძულონ შეიძინონ ესა თუ ის ნივთი,ხშირად არასაჭირო. რითი განსხვავდება პროპაგანდა აგიტაციისგან ? მაგალითად, აგიტაცია ზემოქმედებას ახდენს  არჩევით ქცევაზე , როგორც ადამიანის , ასევე საზოგადოების ? არის თუ არა განსხვავება ?

სამართლიანია ამ ცნებების ერთმანეთისაგან გამოყოფა. მაგალითად, აშშ–ის პრეზიდენტს ჰყავს  შავკანიანი წინაპრები . პიარის საშუალებების მეშვეობით აშშ–ის ხალხი დაარწმუნეს იმაში, რომ ობამა ღირსია იყოს პრეზიდენტობის კანდიტატი. აგიტაციის მეშვეობით ხალხი დაარწმუნეს, რომ არჩევნებზე ხმა მიეცათ ობამასთვის  . მაგრამ მხოლოდ შავკანიანებისა და თეთრკანიანების ტოლერანტობისა და თანასწორობის პროპაგანდა , რომელიც ტარდებოდა 50 –ზე მეტი წლის განმავლობაში, ხელი შეუწყო ისეთ გარემოებებს, რომლის დროსაც საერთოდ შესაძლებელი გახდა არა თეთრკანიანის აშშ-ის უმაღლეს პოლიტიკაში მონაწილეობის ფაქტი.
ამგვარად ,პროპაგანდა უნდა გამოიყოს  , როგორც პოლიტიკური კომუნიკაციების სისტემის დამოუკიდებელი ნაწილი. ეს სისტემა სამი შედგება სამი შემადგენლისაგან 1. რეკლამა და აგიტაცია 2. პიარი (public relations , საზოგადოებრივი ურთიერთობები )3.  თითოეული მათგანი თავის როლს ასრულებს .

პოლიტიკური რეკლამა და აგიტაცია – არის მასებზე ინფორმაციული ზემოქმედების პროცესი გარკვეული პოლიტიკური ქცევისკენ ბიძგის მიცემის მიზნით . პოლიტიკური პიარი – ამა თუ იმ აქტორებს , პოლიტიკური სტრუქტურის , მათი მოქმედებების მიმართ დამოკიდებულების ფორმირების პროცისია . პოლიტიკური პროპაგანდა მასობრივ ცნობიერებასთან აქვს საქმე ან გარკვეული აუდიტორიის ცნობიერებასთან იდეალების , მიზნებისა, სურვილების პოპულარიზაციის მიზნით . აგიტაცია და რეკლამა ყველაზე ხშირად არის მიმართული მომხრეებისკენ . აგიტაციისა და რეკლამისაგან განსხვავებით პროპაგანდას საქმე აქვს როგორც მომხრეებთან , ასევე მოწინააღმდეგეებთან და იმათთან , ვინც ჯერ ვერ გადაწყვიტა .(წყარო)

პროპაგანდა –იდეოლოგიური და პოლიტიკური  რწმენების   აუდიტორიაზე გავრცელებაა   შეხედულებების , ღირებულებების , წარმოდგენების , ემოციების , იდეოლოგიების , ადამიანისა და საზოგადოების ქცევაზე გავლენის მოხდენის მიზნით .უკვე   ამ განმარტებიდან გასაგებია, რომ პროპაგანდა არ შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად . ნებისმიერი პროპაგანდა ეყრდნობა იდეოლოგიას. იდეოლოგია არის პროპაგანდისტული აქტიურობის ბაზისი.
ერთ–ერთი ძირითადი ბრალდება პროპაგანდის მიმართ იმაში მდგომარეობს , რომ პროპაგანდა არის მანიპულაციის საშუალება . მაგრამ მანიპულაცია – არის პროპაგანდის მხოლოდ ერთ–ერთი შემადგენელი .

პროპაგანდა როგორც იარაღი… პროპაგანდა არ არის ბოროტება და არც სიკეთეა. პროპაგანდა – ეს უბრალოდ იარაღია . იარაღი ბანდიტის ხელში –ბოროტებაა. იარაღი სამართალდამცველის  ხელში , რომელიც იცავს ბანდიტისაგან –სიკეთეა. იარაღი თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებას აძლევს, თუნდაც მის გამოუყენებლად . ასე, ბირთული იარაღის ფლობამ უზრუნველყო რუსეთის უსაფრთხოება 1950-იან წლებში და ახლაც უზრუნველყოფს მას . ამ შემთხვევაში ეს არ არის ბოროტება . მაგრამ ტერორისტების ხელში ბირთული იარაღი ბოროტება იქნება. პროპაგანდასთან იგივე სიტუაციაა. პროპაგანდა აგრეთვე არის იდეოლოგიის გავრცელების, თავისი იდეოლოგიის შენარჩუნების და მტრულ იდეოლოგიასთან ბრძოლის საშუალება.(წყარო)

აშშ-ს , გერმანიასა და დიდი ბრიტანეთს გააჩნიათ ძლიერი  რადიოგადაცემები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველაზე ფართო მოცვას , მათი ტექნიკური შესაძლებლობები მუდმივად უმჯობესდება . უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენ ენაზე არის გადაცემები . აშშ-ბს  აქვთ  გადაცემა კვირაში 2000 საათზე მეტი 43 ენაზე , გერმანია – 700 საათზე მეტი 39 ენაზე, ბი-ბი-სი – 720 საათი 37 ენაზე .
მნიშვნელოვნად უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს მასობრივი არაპირდაპირი პროპაგანდა, რომელიც ხორციელდება გასართობი გადაცემების ნიღბქვეშ.
პროპაგანდის , როგორც ომის წარმოების შემადგენელი ნაწილის  გამოყენება  დამახასიათებელი იყო კაცობრიობის მთელი ისტორიისათვის. „ თვითონ ომი შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სპეციფიკური მიზნის მიღწევის ძალადობრივი საშუალება, მაგრამ ყოველთვის არსებობდა  პროპაგანდის ნაკადი, რომელიც იყო მიმართული ერთსა და იმავე შედეგის მისაღწევად ,ოღონდ არაძალადობრივი გზით“.
მეორე მსოფლიო ომის დასასრულის შემდეგ   საერთაშორისო ასპარეზზე გავლენისათვის ბრძოლაში  ყველა ქვეყანა  იძულებული იყო  მიეღო მუდმივი პროპაგანდის სტრატეგია  თავისი საგარეო პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად  . იმ დროს , როდესაც მუდმივი კომუნიკაცია გახდა ნორმა, ქვეყნებმა გააცნობიერეს საკუთარი იმიჯების შექმნისა და შენარჩუნების საჭიროება , რათა  მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის თვალებში უფრო კარგად გამოიჩინოს თავი . კომუნიკაციების ახალი საშუალებების სწრაფი ზრდა , ისეთების, როგორიცაა სატელევიზიო სატელიტები , მსოფლიო აუდიტორია შექმნა . დღესდღეობით საერთაშორისო არენაზე შესაძლებელია ადამიანთა საქმიანობის ნებისმიერი ასპექტის პროპაგანდა . გარკვეულწილად უფრო მნიშვნელოვანი გახდა იმის თქმა ,თუ რას აკეთებს ქყეყანა , და არა ის , თუ რას ის აკეტებს სინამდვილეში“.
თანამედროვე პროპაგანდა იყენებს მასობრივი კომუნიკაციების საშუალებების პრაქტიკულად ყველა სახეს – პრესას, რადიოს , ტელევიზიას , ფილმებს , კრებებს  და ა.შ. .(წყარო )

მოძიებულია 27.12.12

არსებობს ბოროტების პროპაგანდის შემდეგი მეტად პოპულარული ხერხები თანამედროვე მსოფლიოში.

ახალი თაობის ლიტერატურა და კინემატოგრაფი . პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს მისტიკური ტრილერები . მსოფლიო მათში გამოხატულია  როგორც საშინელი , ჰარმონიას მოკლებული , სხვადასხვაგვარი ბოროტი სულის ან ძალის  მიერ მართული . ეშმაკი  წარმოდგენილია როგორც სასიამოვნო და ყოვლისშემძლე  ბატონი , აქედანაც  ერთი ნაბიჯია პირდაპირ სატანიზმამდე . მულტსერიალები , რომლის გმირები გასაოცრად ჰგანან შიზოფრენიით დაავადებულთა სურათებს, მუდმივად  ცემენ, კლავენ და აწამებენ ერთმანეთს . როგორ ამგვარი ხელოვნება გავლენას ახდენს ბავშვთა ფსიქიკაზე , ადასტურებს  ცნობილი  შემთხვევა იაპონიაში, სადაც ათი ათასობით ბავშვი  მულტფილმის ყურების შემდეგ გახდა ეპილეპსიის  შეტევის  მსხვერპლები .

ამგვარად, ადამიანების ცნობიერებაში ძალადობა ცხოვრების ნორმა ხდება , მკვლელობა კი ნორმალური მოვლენა ხდება . ამიტომ უკვე არა ერთხელ ამგვარმა ფილმებმა  დანაშაულისკენ უბიძგა ადამიანებს . ამერიკულ სკოლებში ბავშვებმა   წელიწადში რამდენჯერ კლავენ სასროლი იარაღით   მასცავლებლებსა და თანაკლასელებს ,  ამბები სავსეა ძალადობრივ ქმედებებზე შეტყობინებებით .
კომპიუტერული თამაშები და ფილმები. მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში უკვე გახდა კომპიუტერების მონა. სამყარო ასეთ თამაშებში წარმოდგენილია  ილუზიად , რომელიც შეიძლება გადაკეთდეს და შესაძლებელია მისი გადაპროგრამირება . რეალურ და ვირტუალურ ცხოვრებას შორის საზღვრები იშლება, მეტიც , ადამიანი აღიქვამს რეალურ ცხოვრებას ილუზიად , ვირტუალურს კი – რეალობად . ის ხდება სხვისი იდეებისა და თამაშების მონა , მისი ფსიქიკა კი ინგრევა . ფაკტიურად ეს არის „მაიას“ თემის იდეის ტექნიკური განსახიერება : ცხოვრება-ილუზიაა , ადამიანები –კოსმოსურ სპექტაკლში არიან , სადაც ყველაფერი წინასწარ გადაწყვეტილია და დაპროგრამირებულია . პირადი პასუხისმგებლობა თავისი ცხოვრებისათვის და გარშემო მყოფებისათვის წყვეტს არსებობას – რატომ , თუ ყველაფერი- უაზრო სიზმარია , თამაში , ვიღაცის ფანტაზია ?! სატანიზმის პირდაპირი პროპაგანდა- სატანის , ბოროტებასა და სულების , ზნეობის გაუქმების მოწოდებებია . ბოროტება ყველა მის ფორმაში ხალისდება . ახალგაზდობას ასწავლიან არ ეშინოდეს სატანას და იმეგობროს მასთან .
ნარკოტიკული საშუალებების პროპაგანდა – კულტური ფილმების , წიგნების და ნარკომუსიკის მეშვეობით ხდება . ინერგება , რომ ნარკოტიკების გარეშე შეუძლებელია ცხოვრებისაგან სიამოვნების მიღება და არ შეიძლება კულტურის ნამუშევრების შექმნა . ბევრი თანამედროვე ახალგაზრდული მოძრაობა  , მაგალითად, ჰიპი, და  ბევრი მოდური  როკ–ჯგუფი  ნარკოტიკების ხმარება შეიტანეს კულტში .(წყარო )
პოლიტიკური კომუნიკაცია ,ოლშანსკის განმარტების თანახმად,წარმოადგენს „განსაკუთრებულ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, რომელიც მოწოდებულია შეცვალოს პოლიტიკური ცნობიერება და ადამიანთა ქცევა კომუნიკატორის ( პოლიტიკური პარტიის ,მოძრაობის ,ცალკეული ლიდერის ) პოლიტიკური მიზნების მიღწევის ინტერესებში“.(წყარო )

“პროპაგანდა მუდამ უნდა იყოს მიმართული მხოლოდ მასისკენ … საქმეზე პროპაგანდა არის საშუალება და ამიტომაც უნდა განიხილებოდეს , მიზნის თვალთახედვით, და არა სხვანაირად “. ადოლფმა  ჰიტლერმა დაწერა ეს სიტყვები თავის წიგნში „ჩემი ბრძოლა(1926), რომელშიც ის პირველად იცავდა პროპაგანდის გამოყენებას ნაციონალ–სოციალიზმის ისეთი იდეალების გასავრცელებლად , როგორიცაა რასიზმი, ანტისემიტიზმი და ანტიბოლშევიზმი .
ნაცისტების მიერ ძალაუფლების ხელში აგდების შემდეგ 1933 ჰიტლერმა შეკმნა პროპაგანდისა და სახალხო განათლების სამინისტრო ჰებელსის მეთაურობით . სამინისტროს ამოცანა იყო ნაცისტური იდეების ხელოვნების, მუსიკის , თეატრის , კინოს , წიგნების , რადიოს , პრესის, სახელმძღვანელოების მეშვეობით მასებში იდეოლოგიის დანერგვა . მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური რეჟიმი იყენებდა პროპაგანდას , რათა შთაეგონა გერმანულ და სამოქალაქო მოსახლეობას იდეები, რომ ებრაელები არა მხოლოდ „ არაადამიანები“ არიან, არამედ გერმანული რეიხის საშიში მტრები .(წყარო )
გერმანელი სპეციალისტები პროპაგანდის სფეროში მეორე მსოფლიო ომის დროს აქტიურად იყენებდნენ მოსახლეობის რელიგიურობას . მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით ისინი ავრცელებდნენ ნაცისტური მოძრაობის ღვთაებრივი წარმოშობის იდეას . გერმანულ ჯარისკაცებს ჰქონდათ ქამრებზე  წარწერები „ღმერთი ჩვენთან არის !“. ჰიტლერის სახე  ხელოვნურად ყალიბდებოდა იმგვარად, რომ შთაეგონებინა გერმანელებს აზრი , რომ ლიდერი რეალობად აქცევს ღმერთის აღთქმას, მის ნებას ასრულებს , და სწორედ ამაში მდგომარეობს ჰიტლერის ისტორიული მისია . (წყარო)
ტანსაცმელი ,როგორც პროპაგანდის საშუალება .

„ რაც უფრო კარგად ადამიანები გაიგებენ ტექნოლოგიების ცნობიერებაზე გავლენის არსი, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა ,რომ ისინი გაიგებენ მის დანიშნულებას ,და მით უფრო ნაკლებია ალბათობა იმისა ,რომ ეს ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული“– ჯ. მარქსი

, ,

Leave a comment