ვაჟა კლიმიაშვილი

This user hasn't shared any biographical information

Homepage: http://vazhaklimiashvili.wordpress.com

რეალობის შესახებ

შენდება, ინერგება, შემოდის, გადის, ჩნდება, ვითარდება და რავიცი კიდევ, მრავალი ასეთი სიტყვა შეიძლება ითქვას, იყიდება, გაიცემა, ვიღაც გაძლევს, იღებ, აძლევ…

ჩემს გარშემო დაახლოებით ასეთი ვითარებაა… ადამიანებს სულ ეჩქარებათ, ვიღაც აგვიანებს, ვიღაც დროზე ადრე მიდის.. სულ სირბილი, სულ საათზე ყურება… დრო ყოველთვის ცოტაა, დრო ყოველთვის ბევრია… დრო ნელა გადის, დრო სწრაფად გადის… ხან ისეა ხან ასე. მაგრამ აუცილებლად ერთ-ერთი..

black-slave-mind

ფაქტიურად დრო არავის ავიწყდება, სულ გვახსოვს..დროის გარეშე წარმოუდგენელიც კია ჩვენი ცხოვრება.. ყველაფერი ხომ გათვლილია და გაწერილი.. თუ არ იქცევი იმის შესაბამისად რაც არის, როგორიც დაგხვდა ეს გარემო გაჩენის დღიდან, მაშინ დაკარგავ თავად ცხოვრებას, იმას რისთვისაც გაჩენილია ადამიანი.. ალბათ იმიტომ დაკარგავ რომ შესაბამის ცოდნას ვერ მიიღებ,  მერე სამსახურს, არ გექნება ფული, გავლენა. იქნები “არავინ”, “არაფერი”. აი დრო რატომ არის ასე მნიშვნელოვანი. დროის მიღმა, როცა ივიწყებ მას, საზოგადოებაში ხდები “არავინ”, “არაფერი”.

ჩვენს გარშემო სამყარო ისეთნაირად არის ფორმირებული რომ ყველაფე დროზე და  ფულზეა დამოკიდებული. ამასთან ასეთი რეალობა თავისით არ გაჩენილა. შეიძლება ვთქვათ, რომ ისტორიული პროცესების შედეგია, ალბათ იმ ადამიანების ქმედებათა ნაყოფი ვინც წარსულ ეპოქებში ცხოვრობდნენ.

მე არ ვილაპარაკებ ისტორიული განვითარების პროცესზე, რასაც ნაწილობრივ წინა ბლოგში შევეხე.. ეს პროცესები იდეოლოგიური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით, ასე თუ ისე ნაცნობია ყველასთვის.. უფრო შედეგზე, დღევანდელ რეალობას შევეხები და გავაგრძელებ იმას რაც ზემოთ ვთქვი.

ადამიანს უნდა ცხოვრება, როგორც ეს ბუნებრივად არის. ამასთან, დაბადებიდან რეალობა ისეთია, რომ პირდაპირ არ გიშვებენ.. სიცოცხლისუნარიანი რომ ხარ ეს არ არის საკმარისი.

რომ იცხოვრო უნდა მისდიო იმას რასაც გეუბნება არსებული რეალობა.. ეს რეალობა , ზემოთ აღვნიშნეთ, შეჯიბრს უფრო მეტად ჰგავს ვიდრე ვთქვათ თანხმობას. ამასთან თანხმობას სიმშვიდე მოაქვს, მოაქვს ურთიერთიერთგაგება, სიყვარული, მაგრამ ამაზე უფრო ლაპარაკობენ. განხორციელებას ნაკლებად თუ ფიქრობს ვინმე. ეს სამი კიდევ ყველას უნდა.. აქედან გამომდინარე საზოგადოების ქმედებები სურვილებს ეწინააღმდეგება(ეს სურვილები კი ბუნებრივი საჭიროებებია).

წარსულს თუ გავითვალისწინებთ, მიზეზად მიმაჩნია – ადამიანთა უორიენტაციო გოინიერება. და კიდევ ისეთი არსებობა, როგორიც არის ახლა, ჩვენს გარშემო – ადამიანი დროსთან არის გადაჯაჭვული… დრო კი ფულთან. როცა ვამბობ “დრო”, ვგულისხმობ საათს(დროს რომელიც ადამიანის გამოგონილია) და არა ბუნებრივ დროს..

ფულის შოვნის “ლეგალურ” გზას თუ გავყვებით, მაშინ უნდა ადამიანმა მოახერხო დროის კონტროლი და ყველაფრის გათვლა, გაანგარიშება, უნდა იყო ცბიერი, მოხერხებული, გაეჯიბრო სხვას რომ არ გაჯობოს რამეში.. ინერციით უნდა გაყვე იმას რაც არის შენს გარშემო.. თავი უნდა გქონდეს გამოტენილი ათასი ათასტომეულით.. და ეს ის ათასტომეულებია სწორედ  რომლებშიც ის აზრია და სხვა არაფერი, რაც შენს გარშემო ხდება.. და ჩემს გარშემო სიცოცხლეა თვითონ.. მაგრამ პირდაპირ არ გიშვებენ მასში, ვერ შედიხარ. უნდა გაიარო, ასე ვთქვათ, “გონების გზა”.. ამისთვის არსებობს, სკოლები, უნივერსიტეტები, და ა.შ.  დაახლოებით ის შემთხვევაა ადამიანი  “ტკბილ კენწეროს”, რომ ელოდება.. ეს კი დროში გაწელილი პროცესია, მართალია სადღაც შორს იმედი გაქვს და შეიძლება საკუთარი თავის რწმენაც, მაგრამ ის რასაც ელოდები შეიძლება არასდროს მოვიდეს. დროში არსებობს ავადმყოფობა, მოულოდნელობა, სიკვდილი და კიდევ ბევრი რამ. ეს გზა მთლად სახარბიელო ვერ იქნება.

“არალეგალურ” გზას თუ გავყვებით, მივალთ “დევიანტურ” ქცევამდე, რაც დანაშაულია … მოპარვა, წართმევა, ძალადობა…  დანაშაულს თან ახლავს სასჯელი, არსებობს ციხეები, გამოსასწორებელი ადგილები და ა.შ ეს შემთხვევაც ვერ არის ადამიანისთვის კარგის მომტანი, იმიტომ რომ 99% ასეთი შემთხვევის  თავისუფლების წართმევით მთავრდება.

images

ჩემი აზრით, საზოგადოებაში ადამიანი ვერ ცხოვრობს თავისუფლად.. ასეთი ცხოვრება არ არის ინტენსიური, არ არის მგზნებარე.. ესეიგი არ არის ისეთი როგორიც უნდა ადამიანს რომ იყოს. და არის პირიქით.. დროში გაწელილი, მომლოდინე, გაყინული კანონონების მორჩილი. ადამიანს წართმეული აქვს უშუალო კავშირი იმ სიკეთეებთან რაც დედამიწაზე არსებობს. ის ილუზიები რომელიც არსებობს ფაქტიურად ამსხვრევს რეალურ თავისუფლებას.

ფაქტიურად ის თავისუფლება რაც წარმოდგენილია თუნდაც თანამედროვე ლიბარალურ სახელმწიფოებში, დაახლოებით ისეთივე მონობაა რაც ფეოდალიზმის დროს და მის იქით თუ აქეთ არსებობდა..

ჩვენი თავისუფლება, პოზიტიურს დავარქმევთ ამას თუ სხვა რამეს, მოჩვენებითია და სხვა არაფერი.. მე ასე ვხედავ, რომ ასეთი თავისუფლება ნიღაბია მონობის, მორჩილების, იმის რაც სინამდვილეში არსებობს.. დაახლოებით საზოგადოების ასეთი მდგომარეობა მაგონებს “ყმას”, რომელსაც შუბლზე დიდი ასოებით აწერია “ბატონი”.

Leave a comment

იდეოლოგია – აზრებით დახუნძლული უაზრობა


ყველა იდეოლოგია რომელიც არსებობს,  მიუხედავად მათი სხვადასხვაობისა, მომდინარეობს საერთო სათავიდან. საფუძველში ყველა მათგანი ეთანხმება ერთმანეთს, რადგან იდეოლოგია სხვა არფერია თუ არა ცდა იმისა, რომ მიაგნო ადამიანთა არსებობის მართებულ, ბუნებრივ კანონს, რომელიც დაალაგებს  და მოაწესრიგებს მათ ცხოვრებას. სწორედ ამას ეყრდნობა სოციალიზმი, ლიბერალიზმი, კონსერვატიზი და სხვა დანარჩენი. მაგრამ მათი გაიგივება წარმოუდგენელია. მეტიც, მკაცრად უპირისპირდებიან ერთმანეთს.

რატომ ხდება ასე? რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს? ყველა იდეოლოგიას თუ საერთო მიზანი ამოძრავებს რატომ არ შეიძლება მათი შეთანხმება და თანამშრომლობა? Read the rest of this entry »

1 Comment