გიორგი რიკაძე

This user hasn't shared any biographical information

ახალი საგარეო პოლიტიკა,რომელიც ბევრ კითხვას აჩენს


onisenko

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თანდათანობით დაიძაბა, ჩრდილო მეზობელი ხედავდა საფრთხეს რომელიც კავკასიიდან მოდიოდა, მას არანაირად არ აწყობდა მისთვის მნიშვნელოვან სამხრეთზე გავლენის შემცირება, ამიტომაც ჯერ იყო აფხაზეთის ომი, სადაც რუსეთი არაპირდაპირათ გვიპირისპირდებოდა და სეპარატისტული რეჟიმის გამარჯვებას უწყობდა ხელს, ხოლო როდესაც საქართველომ მთლიანად დასავლური გზა აირჩია, რუსეთი ამან გააცოფა და 2008 წლის აგვისტოში მივიღეთ ომი,რომელიც ისევ ჩვენი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციით დასრულდა. ძველმა ხელისუფლებამ ყველანაირი კავშირი გაწყვიტა რუსეთთან და ისეთი პოლიტიკის გატარება დაიწყო,რომელიც მის იგნორს და დასავლეთთან ინტეგრაციას გულისხმობდა. მაგარმ ოქტომბერში ხელისუფლბის სათავეში ქართული ოცნება მოვიდა,რომელთაც რუსეთთან დაკავშირებით რადიკალურად გნსხვავებული პოზიცია აქვთ.

Read the rest of this entry »

Leave a comment

ძალა,რომელიც ხალხიდან მოდის

111111111

დემოკრატია  ბერძნული სიტყვაა,მისი სიტყვათა შეთანხმება კი ასეთია: დემოს ნიშნავს ხალხს, ხოლო კრატოს – ძალაუფლებას. შესაბამისად, დემოკრატიას ხშირად განსაზღვრავენ როგორც „ხალხის ბატონობას“: ეს არის სისტემა, სადაც ხალხი აწესებს წესებს და ემორჩილება მათ.  თანამედროვე მსოფლიოში ხალხებისა და ქვეყნების უმეტესობას მიაჩნია, რომ ხელისუფლების ერთადერთი მოქმედი და სიცოცხლისუნარიანი სისტემა დემოკრატია უნდა იყოს,ერთი შეხედვით  ასეთივე სიტუაციაა საქართველოშიც,ყველას სიტყვა დემოკრატია აკერია პირზე, წინასაარჩევნოთ ამომრჩევლეთან შეხვედრაა თუ პოლიტიკური კამათი პოლიტიკოსები ძალიან ხშირად გამოიყენებენ ამ ტერმინს სათავისოდ,  სწორედ „დემოკრატიის სასწორით “ აფასებენ ამა თუ იმ ქმედებას და თავისივე საქმინაობის გასამართლებლადაც ხშირად იყენებენ ამ ტერმინს, ისე რომ მის ძირითად ღირებულებებს არ ითვალისწინებენ, ასე იმიტომ იქცეიან,რომ ქართულ საზოგადოებაში სიტყვა დემოკრატია საკმაოდ პოპულარულია, ხალხს უყვარს ეს ტერმინი რადგანაც ის მათთვის ამერიკასთან და კარგ ცხოვრებასთან ასოცირდება, მაგრამ უმრავლესობას არ ესმის მისი მთავარი მნიშვნელობა.

Read the rest of this entry »

Leave a comment

ვის ირჩევს ხალხი? მომგებიანი და რეალური დაპირებების ჭიდილი

საქართველოში ბევრი პოპულარული წინასაარჩევნო დაპირება არსებობ, რომელსაც პოლიტიკური პარტიები არჩევნების წინ ინტენსიურად იყენებენ, ყველაზე პოპულარული და ეფექტურია ისინი, რომლებიც საზოგადოების ყურადღებას ყველაზე მეტად იპყრობს,რაც საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებზე ახდენს გავლენას. რას ანიჭებს ქართველი ხალხი უპირატესობას? სასარგებლო დაპირებებს, რომლის შესრულებაც არც თუ ისე რეალურია, თუ დაპირებებს რომელიც წინასთან შედარებით ბარაქიანობით ვერ გამოირჩევა მაგრამ უფრუ რეალურია.ეს დღევანდელი კვერცხის თუ ხვალინდელი ქათამის დილემას წააგავს, და მაინც რას ანიჭებს ქართველი ხალხი უპირატესობას?
Read the rest of this entry »

Leave a comment

სააკაშვილისა და ივანიშვილის იდეოლოგია საგარეო პოლიტიკის წარმართვის დროს

.

.

ყველა ქვეყნისთვის  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საგარეო პოლიტიკას რადგანაც სწორედ ის განსაზღვრავს ურთიერთობას სხვა ქვეყნებთან,როგორც ვიცით ის ეროვნული ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს და ხალხის მთავარი სურვილების გამომხატველი უნდა იყოს,მაგრამ რა ხდება საქართველოში? მართალია დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ხალხზე უფრო მეტად ქვეყნის ლიდერები განსაზღვრავდენ მაგრამ მათ თავისებურად ესმოდათ ქვეყნის ინტერესები და თავიანთ იდეოლოგიაზე დაყრდნობით აპირებდენ წარმატების მიღწევას.ყველაზე უფრო მეტად კი საქართველომ ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო თავის წარმოჩენა საგარეო პლიტიკაში,მიხეილ სააკაშვილი მოსვლის დღიდან არ ერიდებოდა დაემალა თავისი სიმპათიები დასავლურ ლიბერალურ ქვეყნებთან დაკავშირებით, ის პრეზიდენტობამდეც პროდასავლურ ლიდერათ ითვლებოდა და ძალაუფლების აღების შემდეგ თავისი მიზნების ასრულებას შეუდგა. Read the rest of this entry »

Leave a comment