სააკაშვილისა და ივანიშვილის იდეოლოგია საგარეო პოლიტიკის წარმართვის დროს

.

.

ყველა ქვეყნისთვის  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საგარეო პოლიტიკას რადგანაც სწორედ ის განსაზღვრავს ურთიერთობას სხვა ქვეყნებთან,როგორც ვიცით ის ეროვნული ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს და ხალხის მთავარი სურვილების გამომხატველი უნდა იყოს,მაგრამ რა ხდება საქართველოში? მართალია დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ხალხზე უფრო მეტად ქვეყნის ლიდერები განსაზღვრავდენ მაგრამ მათ თავისებურად ესმოდათ ქვეყნის ინტერესები და თავიანთ იდეოლოგიაზე დაყრდნობით აპირებდენ წარმატების მიღწევას.ყველაზე უფრო მეტად კი საქართველომ ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო თავის წარმოჩენა საგარეო პლიტიკაში,მიხეილ სააკაშვილი მოსვლის დღიდან არ ერიდებოდა დაემალა თავისი სიმპათიები დასავლურ ლიბერალურ ქვეყნებთან დაკავშირებით, ის პრეზიდენტობამდეც პროდასავლურ ლიდერათ ითვლებოდა და ძალაუფლების აღების შემდეგ თავისი მიზნების ასრულებას შეუდგა. მისი მთავარი მიზანი საგარეო პლიტიკაში იყო ევროკავშირში და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება,საერთაშორისო საზოგადოებაში საქართველოსთვის კარგი იმიჯის შექმნა და ინვესტიციების მოზიდვა.ამისთვის მას კარგად ესმოდა რომ საჭირო იყო საქართველოს ევროპულ დემკრატიად დაემკვიდრებინა თავი და დასავლეთთან თანამშრომლობით მოეხდინა ინტეგრირება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. მას მიაჩნდა რომ ეს იყო ერთადერთი და საიმედო გზა ქვეყნაში მშვიდობის და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ხოლო რაც შეხება რუსეთთან ურთიერთობას თავიდანვე აშკარა იყო რომ ძველი „მიტმასნების“ ტრადიციის გაგრძელებას არ გეგმავდა და რუსეთი სანდო პარტნიორად არ მიაჩნდა. ასეთი არჩევანი პირველ რიგში რუსეთისთვის იყო მიუღებელი,რადაგანაც მათ გეგმებში საქართველოს დასავლეთისთვის დათმობა სულაც არ შედიოდა; მითუმეტეს საქართველოს ნატოზე ფიქრი მათთვის ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი იყო,რადგანაც მათთვის მნიშვნელოვან სამხრეთში დაუშვებელი იყო მოწინააღმდგეთა კავშირის დამკვიდრება. სწორედ ეს იყო მთავარი ფაქტორი იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ასეთ საგარეო პოლიტიკურ ფონზე მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობა არ შედგებოდა.

საქართველო რამენადაც უახლოვდებოდა ნატოს და ევროკავშირს, რუსეთი მით  უფრო აგრესიული ხდებოდა და ურთიერთობა უფრო და უფრო იძაბებოდა. ამას მოჰყვა 7004 ქართველის დეპორტაცია 2006-2007 წლებში რუსეთიადან, ეკონომიკური კავშირის გაწყვეტა – რუსეთის ბაზარი ქართველებისთვის მიუწვდომელი გახდა, რაც მართალაც წამგებიანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის; ხოლო მოგვინებით, როდესაც ურთიერთობის გაუარესება მოხდა, იყო 2008 წელი როდესაც ჩვენი დაუმორჩილებლობით და დასავლური არჩევანით, გაგიჟებული რუსული აგრესია დაგვემხო თავს და მოხდა ტრაგიკული ომი, რომელიც საქართველოს კიდევ ერთი ტერიტორიის ოკუპაციით დამთავრდა. ამან მითუმეტეს არ დააშოშმინა მიხეილ სააკაშვილი და ის მთლიანად ამერიკაზე და დასავლეთზე გადაერთო, რადგანაც მისი აზრით, ჩრდილო მეზობელთან არანაირ მოლაპარაკებას და თანამშრომლობას აზრი არ ქონდა. საქართველო ესწრაფვოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ამ პროცესში საერთაშორისო მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა. საქართველო გააგრძელებდა უფრო მჭიდრო კავშირს დასავლეთთან და ყველაფერს გააკეთებდა 2 ზე-ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად რაც როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური წინსვლის გარანტი იქნებოდა(წყარო).
მაგრამ 2012 წელს საქართველოში არჩევნების გზით მმართველი პარტია შეიცვალა და ქვეყნის სათავეში ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია „ქართული ოცნება მოვიდა“. როგორც მათ განაცხადეს, პარტიის იდეოლოგია ეფუძნება ჭეშმარიტ დემოკრატიულ ღირებულებებს, სოციალური სოლიდარობისა და სამართლიანობის პრინციპებს, ხოლო ეკონომიკურ პოლიტიკაში ისინი აღიარებენ ლიბერალურ საბაზრო პრინციპებს. ყველას ქონდა კითხვა, თუ როგორ საგარეო პოლიტიკას გაატარებდა ბიძინა, საზოგადოებაში იყო მოსაზრება რომ ის პრორუსული უფრო იქნებოდა და დასვლეთთან ინტეგრაციას შეაჩერებდა. მაგრამ ის გამოდიოდა განცხადებებით, რომ საჭირო იყო დასავლეთთან ინტეგრაციის გაგრძელება და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება. თავის მხვრივ მისი იდეოლოოგიდან გამომდინარე საჭირო არის რეგიონული თანამშრომლობის განვითარება და რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება. მისი მიზნებიდან კარგად ჩანს, რომ მას კარგად ესმის შექმნილი მდგომარეობა,  ქვეყნის კეთილდღეობისთვის საჭიროა პირველ რიგში უასფრთხოების უზრუნველყოფა, რასაც ის თანმაშრომლობის გზით გეგმავს. მაგრამ თავის მხრივ ასეთი პოლიტიკის გატარება დიდ სირთულებთანაა დაკავშირებული, რადგნაც ჩვენი ნატოში ინტეგრაცია და რუსეთთან ამოვდროულად კარგი ურთიერთობის შექმნა საკმაოდ ძნელი იქნება; ის რუსეთის ბაზრის გახსნის საჭიროებაზეც საუბრობს, რადგანაც ეკონომიკის აღორძინებაში ქართული პროდუქტის და მუშახელის გადინებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს მართლაც მომგებიანი იქნებოდა საქართველოსთვის, რადგანაც მრავალმილიონიანი ბაზარი ნამდვილად ჰაერივით გვჭირდება არსებულ სიტუაციაში. მაგარამ რუსეთი რამდენად მოინდომებს ამას ეს ჯერ კიდევ საკითხავია. ბიძინა ივანიშვილი თავისი განცხადებებიდან გამომდინარე ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ეფექტურ საგარეო პოლიტიკას გვთავაზობს და დასავლეეთან და ჩრდილოეთთან ლავირებაზე ამახვილებს ყურადღებას.

საერთაშორისო  კვლევითი ორგანიზაციები აქვეყნებენ შედეგებს სადაც საქართველოს რეიტინგი ბოლო ხანებში წინასთან შედარებით საკმაოდ მომატებულია. ისიც აღსანიშნავია, რომ ვუახლოვდებით ნატოს და ევროკავშირს, მაგრამ ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებული რჩება. მომავალი გვიჩვენებს, თუ რა მოხდება და რომელი ლიდერის საგარეო პოლიტიკა უფრო შედეგიანი აღმოჩნდება.

  1. Leave a comment

Leave a comment