teonaabuladze

This user hasn't shared any biographical information

ქალის ადგილი ისლამისტური ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში

Image

დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია ადამიანის უფლებების დაცვა და მითუუმეტეს აღარავის უკვრის ქალი პოლიტიკოსი განვითარებულ სამყაროში , მაგრამ ამავდროულად მსოფლიოს მეორე მხარეს რადიკალურად განსხვავებული მდგობარეობაა. ისლამისტურ ქვეყნებში ისევ მიმდინარეობს ქალების დისკრიმინაცია და გამოდევნა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპიდან. საინტერესო საკითხია ,  თუ როგორ გავლენას ახდენს ისლამისტური რელიგია და ტრადიციები ქალის როლზე პოლიტიკურ ცხოვრებაში.  Read the rest of this entry »

Leave a comment

გლობალიზაციის გავლენა ისლამურ კულტურაზე

Image

დღესდღეობით აშკარაა , რომ გლობალიზებული სამყარო არსებობს და უფრო მძაფრად იგრძნობა მისით გამოწვეული ცვლილებები ,ვიდრე ეს იყო გასულ საუკუნეში. მეცნიერები ერთხმად აღიარებენ , რომ გლობალიზაციის გავლენით მსოფლიო მრავალ ასპექტში ერთიან , საზღვრების არმქონე სოციალურ სფეროდ აღიქმება. მან ყველა სფეროში შეაღწია და უდავოა, რომ   ყველგან მნიშვნელოვან  კვალს ტოვებს.  გლობალიზაცია ზუსტად ხსნის ბოლო ათწლეულების განმავლობაში მომხდარ ცვლილებებს . მისი წყალობით სოციალურ ურთიერთობებს ნაკლებად აფერხებს მანძილი და საზღვრები და გლობალური კავშირები წამიერია.  დღესდღეობით ელექტრონული მასემდიისა და მსგავსი მიღწევების  არსებობამ უამრავი  მიზნის , იდეის თუ ჩვეულების მთელ მსოფლიოში გავრცელება გამოიწვია და ამავდროულად სხვადასხვა ეროვნული , ეთნიკური და რელიგიური აღორძინებების მომრავლებას მისცა ბიძგი ( შოლტე 1990). იმ ფონზე კი როცა როცა გლობალიზაციას ასეთი ფართო მასშტაბები გააჩნია ბუნებრივია მას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ისლამური კულტურის წარმომადგენლებზეც. აშკარაა, რომ ისლამური კულტურის წარმომადგენელი უამრავი ახალგაზრდა გარკვეული დოგმატიკისგან არიან თავისუფალნი, ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იღებენ საურველ განათლებას, მუსლიმი ქალების ჩაცმულობაც საკმაოდ დაახლოებულია თანამედროვეობას.  გლობალიზაცია  არ გულისხმობს იმას, რომ ის მთელი მსოფლიოს ხალხებს ერთი კულტურის ქვეშ გააერთიანებს , არამედ ის განსხვავებულ კულტურათა უფრო მეტი დაახლოებისკენ არის მიმართული. ერთ-ერთი ექსპეტრის შეფასებით,  მეცნიერების განვითარებასთან ერთად რელიგია სულ უფრო და უფრო ძლიერდება, ისლამი კი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება. ჰანტინგტონი საუბრობდა გარდაუვალ შეჯახებაზე , რისი საფუძველიც ცივილიზაციებს შორის არსებული განსხვავები იყო. რა თქმა უნდა განსხვავება აუცილებლად არ გულისხმობს კონფლიქტს, კონფლიქტი კი აუცილებლად არ ნიშნავს ძალადობას. Read the rest of this entry »

Leave a comment

ქართული პოლიტიკა – არა შეხედულებათა , არამედ პიროვნებათა შორის დაპირისპირება

Image

პოლიტიკა , თავის მხრივ , ეს არის საზოგადოების და სახელმწიფოს მართვის ხელოვნება , ზოგადად საზოგადოებრივი იდეების ერთობლიობა  და მისგან გამომდინარე მიზანმიმართული საქმიანობა , რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფოებს ,ერებსა თუ სოციალურ ჯგუფებს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან .

უდავოა , რომ თითოეული ქვეყნის ხელისუფალთა თუ რომელიმე პოლიტიკური  ჯგუფის მიერ განხორციელებული კონკრეტული ქმედების მიზანი უნდა იყოს ყველა მოქალაქის დაცვა, საზოგადოების ინტერესების პატივისცემა ,სამართლიამობის დაცვა , თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავისი შინაგანი ფორმით სახელმწიფო პოლიტიკა შეიძლება იყოს ლიბერალური ( სადაც შედარებით დიდია მთავრობის ნდობის ხარისხი საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი ) , კონსერვატიული ( ტრადიციების და არსებული იმსტიტუტების შენარჩუნებისკენ სწრაფვა ) . Read the rest of this entry »

Leave a comment

განსაზღვრავს თუ არა საქართველოს საგარეო პოლიტიკას ისტორიული გამოცდილება

Image

თითოეული ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არის სახელმწიფოს კონკრეტული უწყების ,საგარეო საქმეთა სამინისტროს , მიერ განხორციელებული კონკრეტული  ქმედება. აღნიშნული ქმედება ძალზე დაშორებული არ უნდა იყოს საშინაო პოლიტიკისგან და  წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან. საყურადღებოა ის ფაქტი ,რომ  საგარეო პოლიტიკა უნდა გამოხატავდეს მთელი ერის და არა მმართველი ელიტის ვიწრო ინტერესებს.  ზოგადად, ყოველი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე გარკვეული ფაქტორები ახდენს გავლენას. მათ შორისაა: ისტორიული გამოცდილება , ეკონომიკური ფაქტორები , ლიბერალური პრინციპები , ხელისუფალთა კერძო ინტერესები და სხვა. ხშირ შემთხვევაში ხდება ისე,რომ ერთ-ერთი მათგანი შედარებით უფორ მძლავრია და გადამწყვეტ გავლენას ახდენს საგარეო პოლიტიკის მესვეურთა ქმედებებზე.  Read the rest of this entry »

Leave a comment