Posts Tagged დასაქმება

“დასაქმებული საქართველო”!

       სტატისტიკური თუ სოციოლოგიური გამოკითხვებით  უმუშევრობის პრობლემა საქართველოში მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების ნუსხაში პირველ ადგილს იკავებს. 

      2011 წლის სექტემბერში გამოვლენილი შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 62%-ს  „სამუშაო“  ქვეყნის ნომერ პირველ პრობლემად მიაჩნია, ხოლო 72 %-ს ნომერ პირველ ადგილობრივ პრობლემად. 

   

განვიხილოთ, რა ნაბიჯებს გვთავაზობენ პოლიტიკური პარტიები   უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროგრამაში თვალს გვჭრის ის    მკაფიო რიცხვები და ვადები, რომელიც საქართველოში უმუშევრობას   „გადამწყვეტ დარტყმას“ მიაყენებს. მათი პროგრამით 4 წელიწადში საქართველოში 273 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. პროგრამაში ვკითხულობთ : „ იმისათვის, რომ ვებრძოლოთ ამ პრობლემას, სახელმწიფო და საზოგადოება უნდა ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას უმუშევრობის შესახებ, ამიტომ შეიქმნა დასაქმების სახელმწიფო სამინისტრო, რომელიც აწარმოებს უმუშევართა და დამსაქმებელთა რეესტრს.“ Read the rest of this entry »

Leave a comment