გლობალიზაციის გავლენა ისლამურ კულტურაზე

Image

დღესდღეობით აშკარაა , რომ გლობალიზებული სამყარო არსებობს და უფრო მძაფრად იგრძნობა მისით გამოწვეული ცვლილებები ,ვიდრე ეს იყო გასულ საუკუნეში. მეცნიერები ერთხმად აღიარებენ , რომ გლობალიზაციის გავლენით მსოფლიო მრავალ ასპექტში ერთიან , საზღვრების არმქონე სოციალურ სფეროდ აღიქმება. მან ყველა სფეროში შეაღწია და უდავოა, რომ   ყველგან მნიშვნელოვან  კვალს ტოვებს.  გლობალიზაცია ზუსტად ხსნის ბოლო ათწლეულების განმავლობაში მომხდარ ცვლილებებს . მისი წყალობით სოციალურ ურთიერთობებს ნაკლებად აფერხებს მანძილი და საზღვრები და გლობალური კავშირები წამიერია.  დღესდღეობით ელექტრონული მასემდიისა და მსგავსი მიღწევების  არსებობამ უამრავი  მიზნის , იდეის თუ ჩვეულების მთელ მსოფლიოში გავრცელება გამოიწვია და ამავდროულად სხვადასხვა ეროვნული , ეთნიკური და რელიგიური აღორძინებების მომრავლებას მისცა ბიძგი ( შოლტე 1990). იმ ფონზე კი როცა როცა გლობალიზაციას ასეთი ფართო მასშტაბები გააჩნია ბუნებრივია მას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ისლამური კულტურის წარმომადგენლებზეც. აშკარაა, რომ ისლამური კულტურის წარმომადგენელი უამრავი ახალგაზრდა გარკვეული დოგმატიკისგან არიან თავისუფალნი, ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იღებენ საურველ განათლებას, მუსლიმი ქალების ჩაცმულობაც საკმაოდ დაახლოებულია თანამედროვეობას.  გლობალიზაცია  არ გულისხმობს იმას, რომ ის მთელი მსოფლიოს ხალხებს ერთი კულტურის ქვეშ გააერთიანებს , არამედ ის განსხვავებულ კულტურათა უფრო მეტი დაახლოებისკენ არის მიმართული. ერთ-ერთი ექსპეტრის შეფასებით,  მეცნიერების განვითარებასთან ერთად რელიგია სულ უფრო და უფრო ძლიერდება, ისლამი კი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება. ჰანტინგტონი საუბრობდა გარდაუვალ შეჯახებაზე , რისი საფუძველიც ცივილიზაციებს შორის არსებული განსხვავები იყო. რა თქმა უნდა განსხვავება აუცილებლად არ გულისხმობს კონფლიქტს, კონფლიქტი კი აუცილებლად არ ნიშნავს ძალადობას.

ვერც ისლამისტური კულტურა ვერ გაექცა გლობალიზაციის გავლენას გავლენას , რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში აისახა. ისინი ფანატიკურად  აღარ მისდევენ თავიანთ რელიგიურ კანონებს , მიირთმევენ ღორის ხორცს ,უარს  არ ამბობენ ალკოჰოლურ სასმელებზე და ქორწინდებიან სხვა რელიგიის წარმომადგენლებზე.

გლობალიზაციის შეჭრა ისლამურ კულტურაში გარკვეულწილად ასიმილაციის დამსახურებაცაა. მასობრივი მიგრაცია ევროპასა და ამერიკაში მათ გაცილებით უფრო ტოლერანტულებს ხდის. მათ კარგად მოირგეს თანამედროვე სტილის ჩაცმულობა და ფეხი აუწყვეს ტექნოლოგიურ განვითარებას. მათ უკვე შეუძიათ უყურონ ჰოლივუდურ ფილმებს და გაეცნონ მსოფლიო სპორტს და მიიღონ განათლება.

Image

დღესდღეობით ქალებსაც შეუძლიათ  გამოიმუშავონ შემოსავალი , ჩაებან სხვადასხვა აქტივობებსა და საქმიანობაში, თუმცა ისლამისტურ ქვეყნებში დიდია გლობალიზაციის მოწინააღმდეგეთა რაოდენობაც. თანამედროვე ტენდენციისადმი უარყოფით დამოკიდებულებას ავლენენ ძირითადად ასაკოვანი მუსლიმები და საეკლესიო პირები.მათ არ სურთ  არც მეტი თავისუფლება , არც ასიმილაცია და არც ტოლერანტობა. ისინი გლობალიზაციას აღიქვემენ როგორც დასავლეთის ქრისტიანობის მცდელობას მოახდინოს მუსლიმანური სამყაროს ტრანსფორმაცია და აქციოს იგი საკუთარ მარგინალურ ანალოგად.

მიუხედავად ყველაფრისა გლობალიზაცია შეუქცევადი პროცესია ,რომ ყოველგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად ის დღეს თუ ხვალ აუცილებლად ყველა სფეროში მოიკიდებს ფეხს .იგი სულაც არ გულისმობს რელიგიის პოლიტიზირებას ან რწმენის შესუსტებას , არამედ იგი მეტი მეტი თავისუფლების ,სამართლიანობის და შემწყნარებლობის მომტანია.

გლობალიზაციამ სახე უცვალა მსოფლიო პოლიტიკის ბუნებას და რამდენიც არ უნდა ისაუბრონ სკეპტიკოსებმა მის არარეალურობაზე , ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებენ.

  1. Leave a comment

Leave a comment