რატომ არის მნიშვნელოვანი ტოლერანტობა ?

 

slide0001_image016თანამედროვე მსოფლიოში  პრაქტიკულად ყველა ადამიანს სხვადასხვა ერების, კულტურების, კონფესიების ან სოციალური ფენების  წარმომადგენლებთან უწევს გამკლავება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ახალგაზრდობისათვის და განსაკუთრებით, სტუდენტებისათვის.  თუ  ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ნორმალური გახდა უცხოური სტუდენტების გარკვეული რიცხვი სახელმწიფოს უმაღლეს სასწავლებელში, დღეს არავის არ გაუკვირებს უცხოელების საკმაოდ დიდი რიცხვი.

თითოეული ადამიანი თავისთავად არის გარკვეული კულტურის, ტრადიციებისა და ცხოვრებაზე  შეხედულებების მატარებელი. მისთვის ბუნებრივია  ამ ყველაფრის შენარჩუნების სურვილი. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდობას შორის  ყალიბდება გარკვეული ჯგუფები, რომლებიც გაერთიანებულია საერთო ნაციონალური, კულტურული, სოციალური მახასიათებლებით. ბუნებრივია, რომ ამ ჯგუფებს შორის მუდმივი ურთიერთქმედება ხდება.  ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება სხვადასხვა ჯგუფებში შედიოდეს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პატივისცემა როგორც თავისი ერის კულტურული ღირებულებების, ასევე განსხვავებული კულტურისა და რელიგიის. ასევე მნიშვნელოვანია საერთო წერტილების გამონახვა. პირველ რიგში, მიუხედავად ყველა იმ განსხვავებისა, როგორებიცაა კანის ფერი, ენა, ცხოვრების ადგილი და ა.შ., ადამიანებს  საერთო წინაპარი ჰყავთ და საერთო მომავალი აქვთ.

ტოლერანტობა იმ უნარებს ეკუთვნის, რომლებიც საჭიროა ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის. მშვიდობის პირობებში, ადამიანებს აქვთ შანსი განვითარდნენ სოციალურად, ეკონომიკურად და ემოციურად. ტოლერანტობა ქმნის საზოგადოებას, რომელშიც ადამიანებს შეუძლიათ იგრძნონ თავი დაფასებულად და პატივცემულად და რომელშიც ყველა ადამიანისათვის არის ადგილი. ტოლერანტობა მნიშვნელოვანია, იმიტომ   რომ ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საზოგადოების ასპექტს წარმოადგენს. ის ერთადერთი გზაა,  რომლითაც პოლიტიკურად, რელიგიურად, ეკონომიკურად მრავალფეროვან  ქვეყანას შეუძლია ფუნქციონირება და თითოეული სხვაობის ისე  გამოყენება, რომ თავისი ხალხი განვითარდეს და არ დაიტანჯოს.(  წყარო )

გლობალიზაციის პირობებში, როდესაც სხვადასხვა ენის, შეხედულებების, კულტურის, რელიგიის მქონე ადამიანები ცხოვრობენ ერთად და მსოფლიო გახდა მულტიკულტურული და მრავალფეროვანი, ტოლერანტობისა და ჰარმონიის დამყარება ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, ხოლო ერთმანეთის პატივისცემა სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია. ტოლერანტობისა და ჰარმონიის გარეშე საზოგადოების ხანგრძლივი მშვიდობა ვერ   შენარჩუნდება, და ლოიალობა ერთმანეთის მიმართ არ დამყარდება. ტოლერანტობის ნაკლებობა იწვევს ბრძოლას, ძალადობას  და ბოლოს, ის ანგრევს მშვიდობასა და უსაფრთხოებას საზოგადოებაში.

ტოლერანტობის პრობლემა ბევრი მეცნიერების ყურადღების საგანია და თითოეულ  მათგანში ეს ტერმინი თავისი სპეციფიკური შინაარსით ივსება. ასე, ეთიკის თვალსაზრისით ტოლერანტობა წარმოადგენს ცივილიზებული კომპრომისის ნორმას კონკურენტულ კულტურებს შორის და სხვა შეხედულებების მიღების მზადყოფნას. პოლიტიკურ მეცნიერებაში ტოლერანტობა არის ხელისუფლების მზადყოფნა დაუშვას  განსხვავებული აზრი საზოგადოებაში. ფილოსოფიური პოზიციებიდან ტოლერანტობა გამოდის როგორც მსოფლმხედველობის კატეგორია, რომელიც სხვის მიმართ აქტიური დამოკიდებულების უნივერსალურ წესს ასახავს. ახალ ფილოსოფიურ ენციკლოპედიაში  შემდეგი განმარტებაა მოცემული: ,, ტოლერანტობა არის თვისება, რომელიც ახასიათებს სხვა ადამიანის, როგორც თანაბრად ღირსეული პიროვნების მიმართ დამოკიდებულებას და რომელიც სხვის მიმართ უსიამოვნების გრძნობის გაცნობიერებულ ჩახშობაში გამოიხატება’’.(წყარო)

ტოლერანტობა შეიძლება გამოვლინდეს  სხვადასხვაგვარად, სხვადასხვა შემთხვევებსა და სხვადასხვა დროს. ადამიანი შესაძლოა მთლიანად არ დაეთამხმოს  სხვებს რაიმე საკითხში, დაწყებული რელიგიიდან დამთავრებული პოლიტიკით, მაგრამ ამავე დროს პატივი სცეს იმათ, ვისაც განსხვავებული იდეები და შეხედულებები აქვთ .

დღეს, როდესაც ხალხი შერეულად ცხოვრობს, როდესაც არც ერთი ხალხი არ შეიძლება ხელოვნურად მეზობლისაგან იზოლირებული იყოს, ერთადერთი საფუძველი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა რასების, კლასებისა და ინტერესების გაერთიანება და მისცეს ადამიანებს ნება მონაწილეობა მიიღონ  მსოფლიოს გარდაქმნაში შეიძლება იყოს ტოლერანტობა, რომელიც მომავალში კატეგორიული იმპერატივი უნდა გახდეს. შემწყნარებლობა საჭიროა ცხოვრების ყველა სფეროში, ყველა დონესა და ყველა ეტაპზე, რადგან ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებაში მშვიდობისა და სიყვარულის დამყარებაში. ტოლერანტობა საჭიროა ოჯახში, კუჩაში, ოფისში, ფაბრიკაში, მაგრამ პირველ რიგში, რასებსა და ნაციებს, ეთნოსებსა და ხალხებს შორის ურთიერთობებში.

tolerance-2-webკაცობრიობის ერთიანი ველის ჩამოყალიბების პირობებში ლოკალური კულტურების იზოლირებული არსებობა, როგორიც არ უნდა იყოს ეთნოსის სურვილი, შეუძლებელია. მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ურთიერთქმედებას თვითმყოფადობის შენარჩუნობის პირობით, ჯერჯერობით არ არსებობს. მაგრამ იქმნება ჰუმანისტური ფსიქოლოგიის პრინციპები, რომლების მიზანია უზრუნველყონ  ტოლერანტული ურთიერთობები თვითკმარ  ლოკალურ კულტურებს შორის. ამ პრინციპების რეალიზაციის საშუალებებია:  მეცნიერებასა და რელიგიას შორის წინააღმდეგობების მოხსნა, რადგან რელიგია  მოწოდებულია შეზღუდოს მეცნიერებისა და პოლიტიკის ქედმაღლობა; პოლიტიკაში ეტიკის შეყვანა; ადამიანში ბუნებრივ და კულტურულ საფუძველთან ერთად სულიერი არსის, როგორც დამოუკიდებელი სუბსტანციის აღიარება.

ტოლერანტობა გულისხმობს შემდეგს: მე პატივს ვცემ თქვენი ღირებულებებისა და პრინციპების სისტემას, ვუშვებ მის დამოუკიდებელ არსებობას, რადგან ვაცნობიერებ სხვისი, ჩემისგან განსხვავებულის არსებობის საჭიროებას, როგორც ჩემის განვითარების პირობას. მაგრამ ამასთან მე მესმის ისიც, რომ ეს სხვა არ შეიძლება იყოს  მირებული ჩემ მიერ სასიცოცხლო ორიენტირად.

ნებისმიერი პოლიტიკური საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობა მიიღწევა შემწყნარებლობით სხვა ადამიანის, ნაციის ან კულტურის მიმართ, რომლებიც განსხვავდებიან თავისი ღირებულებებითა და ცხოვრების სტილით. ეს არის თანამედროვე მსოფლიოში ჰარმონიისა და მშვიდობის ერთ-ერთი წინაპირობა. შემწყნარებლობის პროგრესი მსოფლიო თანამეგობრობაში პოლიტიკური, იურიდიული, ფსიქოლოგიური და ეკოლოგიური კულტურის სიმწიფის ინდიკატორი, ნაციის ზნეობრივი სიმაღლის, მისი საზოგადოებრივი ცნობიერების მაჩვენებელია.(წყარო) სწორედ თითოეული ადამიანის საზოგადოებაში კულტურული განვითარების დონემდეა დამოკიდებული მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობა, მისი ტოლერანტობის ხარისხი. კომპრომისისა და დიალოგისათვის მზადყოფნა საშუალებას აძლევს ადამიანს დაინახოს არა მარტო სამყაროს ცალკეული ელემენტები, არამედ ერთობა მის მრავალფეროვნებაში.

მხოლოდ ტოლერანტული საზოგადოების პირობებში შეიძლება იყოს განხორციელებული ადამიანისა და საზოგადოების რეალური შესაძლებლობების სრული გამჟღავნება.
ტოლერანტობა თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ ღირებულებად რჩება. მაგრამ ეს წინააღმდეგობა არ ამცირებს მის მნიშვნელობას, არამედ იმ სამყაროს სირთულეს ასახავს, რომელშიც განწირულია იცხოვროს თანამედროვე ადამიანი. (წყარო )

ტოლერანტობა ეს არ არის უბრალოდ შემწყნარებლობა როგორც ასეთი, ეს არის უნარი იცხოვრო თანამედროვე საზოგადოებაში, რომელიც ხასიათდება ეთნიკური, კულტურული მრავალფეროვნებით, ეს არის ადამიანების უნარი გაიგონ და აღიარონ ერთმანეთის უფლებები. ტოლერანტობა ნიშნავს სურვილს მიიღო ან მოითმინო განსაკუთრებით ის ქცევა ან აზრები, რომლებსაც არ ეთანხმები, ან მოექცე სწორად იმათ, ვინც არ არის ისეთი როგორიც შენ ხარ. ეს ნიშნავს სხვა ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფების რასის, სქესის, აზრების, რელიგიის მიმართ პატივისცემას, და სხვათა კარგი თვისებების დაფასებას.                (წყარო  )

განსხვავებულ ხალხებთან ცხოვრების ხელოვნება… განსხვავებული შეხედულებების არსებობისათვის და საკანონმდებლოდ განმტკიცებული პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის საჭიროა განათლებული სამოქალაქო საზოგადოების არსებობა. ტოლერანტობის საფუძვლები კონსტიტუციებით არის გამოცხადებული. ეს არის თანაბარი მიუხედავად სქესის, რასის, ეროვნების, რელიგიის მიკუთვნილობის სოციალური სიკეთეების გამოყენების უფლება,  ეთნიკური უმცირესობების ენების კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება იმ პირობით, რომ ის არ არღვევს ფართო საზოგადოების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.

ადამიანი, რომელსაც არ სურს აღიაროს სხვა ადამიანების ღირსებები, უფლებები და თავისუფლებები, ასევე ვერ მოითხოვს თავისი ღირებულებების, უფლებებისა და თავისუფლებების აღიარებას. შეწყნარებლობა ადამიანების მიმართ, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თავისი ჩვეულებებითა და რწმენებით, იმის გაგებას მოითხოვს, რომ სიმართლე ვერ იქნება მარტივი, ცალსახა, რომ ის არის რთული და რომ არსებობს სხვა შეხედულებები, რომლებსაც შეუძლიათ შეიცვალონ ადამიანების წარმოდგენები. მეტიც, შესაძლოა მათი გაგების მერე  ყველაფერი ის, რაც ტყუილად მიიჩნეოდა, სიმართლე აღმოჩნდეს,  ან პირიქით.

სახელმწიფო სიბრძნე საზოგადოებაში ეთნო-კონფესიური ჯგუფების ჩართვის ისეთი მექანიზმის შექმნაში მდგომარეობს, რომ ყველა ერი, თავისი ეთნიკური თავისებურებების განვითარებითა და შენარჩუნებით შეეძლოს საუკეთესო თვისებების გამოვლინება საერთო მიზნის მისაღწევად.

დღეს, როდესაც აქტიურად ვითარდება გლობალიზაციის პროცესები, შეუძლებელია, ამა თუ იმ სიტუაციის მხოლოდ საკუთარი პოზიციიდან დანახვა, რამდენადაც ყველა ქვეყანა, ყველა ხალხი გაერთიანებულია ერთიანი ინფორმაციული სივრცით, კულტურებს შორის საზღვრები იშლება. ამის შედეგად,  ეთნიკური კულტურები მიისწრაფვიან თვითგადარჩენისკენ, ცდილობენ თავისი ტრადიციები, ღირებულებები, თავისი უნიკალურობა, ჩვევები დაიცვან. ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების, ნაციონალური კულტურების წარმომადგენლებისთვის ერთმანეთის პატივისცემა, მისწრაფება გაიგო ნაციონალური ტრადიციების სპეციფიკა. ამიტომ საჭიროა, რომ თითოეულმა ადამიანმა განავითარის შემწყნარებლობა, შესაბამისად, პიროვნების განვითარება ტოლერანტული გზით მოხდეს.

„მტრის ხატი’’ საშიშია არა მარტო საერთაშორისო ურთიერთობების სტაბილურობასა და უსაფრთხოებისათვის. ის იწვევს ნეგატიურ და საშიშ შედეგებს სახელმწიფოს შიდაპოლიტიკური ცხოვრებისთვის. კაცობრიობის გადარჩენა შეუძლია მარტო ტოლერანტობის, როგორც ეთნო-სოციალურ ურთიერთობებში პრაქტიკული პრინციპის  რეალიზაციას.
გარდა ამისა, ტოლერანტობა, როგორც პიროვნების თვისება, საჭიროდ ითვლება ახალ პირობებში ადაპტაციისათვის. ადამიანები, რომლებიც  არ ფლობენ  ტოლერანტობას, კატეგორიულობის გამოვლენით, ხდებიან უუნაროები გაუმკლავდნენ ცვლილებებს, რომლებიც მათი ცხოვრების მანძილზე ხდება. მაგრამ, იმისათვის რომ განსხვავებული შეხედულება აღიარო, უნდა, პირველ რიგში იცოდე ის. ასევე, არ შეიძლება სხვა ერის ტრადიციების შეფასება თუ ადამიანმა არ იცის თავისი ტრადიციები.(წყარო)

ტოლერანტობა – ეს მოვლენა არა მარტო დემოკრატიასთან არის დაკავშირებული. ის შეიძლება არსებობდეს დემოკრატიის გარეშეც. მაგრამ პოლიტიკური ტოლერანტობა  მხოლოდ დემოკრატიულ საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს.(წყარო  ). ყველა არსების უფლებაა, რომ მისი გრძნობები და განწყობები დაიცვას. ნამდვილ დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს თავისი აზრი და გამოხატოს ის.            (წყარო )სხვა მხრივ, როგორც არ არსებობს ადამიანის შეუზღუდავი თავისუფლება, ასევე ტოლერანტობას უნდა ჰქონდეს გარკვეული ჩარჩოები და საზღვრები.

არსებობს ტოლერანტობის რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში: თანამოსაუბრის აზრის პატივისცემა, კონფლიქტების ცივილიზებული მოგვარების მეთოდების დაცვა; მხარეთა თანასწორობა; უმრავლესობის პოზიციის პატივისცემა; ერის ან მკვიდრი მოსახლეობის ჩვევების, ტრადიციების, კულტურის პატივისცემა; სახელმწიფო დონეზე აღიარება; ერის, მისი ენისა და კულტურის პრიორიტეტის ლეგიტიმაცია. ემიგრანტმა უნდა დაიცვას იმ ქვეყნის კანონები, სადაც ჩამოვიდა რამდენიმე დღით ან მუდმივად საცხოვრებლად. თავის მხრივ, სახელმწიფო, რომელმაც მიიღო ემიგრანტი ან იმიგრანტი ვალდებულია პატივი სცეს მისი ერის ტრადიციებსა და ჩვევებს, მისი სინდისის თავისუფლებას თუ ამით არ ირღვევა ქვეყანაში მოქმედი კანონები.

ყოველთვის როდესაც კაცობრიობა ცდილობდა უფრო ჰუმანური გამხდარიყო, ეჯახებოდა ადამიანთა მიმართ ფობიის ისეთ საშინელ გამოვლინებებს, როგორებიცაა აგრესია, გენოციდი, ქსენოფობია, ფანატიზმი, ნაციონალიზმი და ექსტრემიზმი. (წყარო ) სწორედ ტოლერანტობის იდეოლოგია, რომელშიც ტოლერანტობა აღიქმება როგორც მრავალფეროვნების მხარდაჭერის უნივერსალური ნორმა,  არის თანაარსებობის, სოციალური და პოლიტიკური ურთიერთქმედების, თანამშრომლობის, ურთიერთდახმარებისა და სხვადასხვა რასების, ერების, რელიგიების, სახელმწიფოებისა და მსოფლმხედველობების კონსოლიდაციის პოტენციალი.(წყარო )

ძალიან დიდია სახელმწიფოს როლი ბუნებრივი ქსენოფობიის მარცვლების განადგურებაში: მისი ამოცანაა – სხვადასხვა ერების კულტურული განათლება და აღზრდა, ერთმანეთის რელიგიურ და კულტურულ ტრადიციებთან გაცნობა, დაახლოებისა და თანამშრომლობის  ატმოსფეროს შექმნა. ადამიანთა ემოციები და ცხოვრებისეული გამოცდილება აკავშირებს მათ და ისინი ხშირად უფრო მეტი საერთო აქვთ ვიდრე ფიქრობდნენ. „მე შეიძლება არ ვეთანხმები იმას, რასაც თქვენ ამბობთ, მაგრამ მსხვერპლად შევწირავ თავს, რათა დავიცვა თქვენი აზრის გამოხატვის უფლება’’- ვოლტერი

ჯონ სტიუარტ მილის მიხედვით, „ნებისმიერი ადამიანის მოქმედებათა თავისუფლებაში ჩარევის ერთადერთი გამართლება თავდაცვაა, იმ ზიანის თავიდან აცილება, რომელიც სხვის მიერ შეიძლება იყოს მიყენებული’’. არ შეიძლება, რომ ადამიანი იყოს ტოლერანტული იმათ მიმართ, ვინც  თავისი მოქმედებებითა და სიტყვებით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს ქმნის და მის სიცოცხლის უფლებას არღვევს, საზოგადოებრივი წესრიგის საფუძვლებს შელახავს, აჩაღებს რელიგიურ და ეროვნულ მტრობას.

ტოლერანტობა არის ღირებულება, რომელიც საჭიროა და ფუნდამენტურია ადამიანის უფლებების რეალიზაციისა და მშვიდობის მიღწევისათვის. თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას უზრუნველყოფს, ახალისებს მულტიკულტურალიზმს და საზოგადოებაში პლურალისტურ ბალანსს ინარჩუნებს. (წყარო ) და ბოლოს, ტოლერანტობა არის საჭირო პირობა ჰარმონიული საზოგადოების შექმნის, არსებობისა და განვითარებისათვის.

, , ,

  1. Leave a comment

Leave a comment